3 საფარი 2 500 000 ლარად

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე საინტერესო ინფორმაციას წავაწდით, რომელიც მედიის ყურადღების მიღმა დარჩა: 14 ივნისით ფეხბურთის ფედერაციამ ფოთის, ქობულეთისა და გორის ცენტრალურ სტადიონებზე უეფას სტანდარტების შესაბამისი მოედნის საფარის დაგების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
მეოდნების მოსაწყობი თანხები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის N1125 განკარგულების თანახმად 2,5 მილიონი ლარი ჩაერიცხება.

ფედერაცია ტენდერში მონაწილეობისთვის იწვევს ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. მოედნის საფრების დაგების წინაპირობად ფედერაცია ითხოვს უეფას სტანდარტების შესაბამის ხარისხს, მინდვრის საფარის მიწოდება-მონტაჟს, საჭირო ტექნიკის შეძენა-მოწოდებასა და თანმდევი სამუშაოების შესრულებას.

სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა ფედერაციამ
უკვე დაიწყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სამივე ლოტზე 2.500.000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარია. ანუ თითო მოედნის დაგებას დაახლოებით 833 ათასი ლარი მოხმარდება, სამუშაოს დასრულების ვადად კი 1 ოქტომბერია მითითებული.

საინტერესოა, თავის დასაზღევვად, სამუშაოთა დროული და შეუფერხებელი შესრულებისთვის, ფედერაცია პრეტენდენტ კომპანიებს მკაცრ მოთხოვნებს უყენებს: პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ცნობა საქალაქო სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; ცნობა სამეწარმეო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საქმის წარმოება, ხოლო უცხოურ კომპანიებს - დოკუმენტები შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოდან.

შესაბამისად, ტენდერზე არ დაიშვებიან კომპანიები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და მათ მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადების მოთხოვნებს.

ფედერაციის პრეს-ატაშე ლაშა დვალიშვილის თქმით, სატენდერო განცხადება ახლახან გამოქვეყნდა და ჯერ უცნობია, რამდენ კომპანიას სურს ტენდერში მონაწილეობა, თუმცა გვითხრა, წესით, ეს პროცესი არ უნდა გაიწელოსო.

ამ სამი სტადიონიდან უმაღლესი ლიგის მატჩებს ორი მოემსახურება - გორის და ფოთის არენები, დიდი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები "ლოკომოტივის" სტადიონზეც, რომელიც სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს. მოხდა სასწაული, ეროვნულ სტადიონზე ბალახის საფრის მდგომარეობა გამოსწორდა და მისი გამოცვლა საჭირო აღარ გახდა.

ამას გარდა, კლუბებთან შეხვედრისას ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ ეროვნული ჩემპიონატს მატჩებს საქართველოს ნაკრების ტექნკურ ცენტრი "ბასაც" უმასპინძლებს. ნაკრების ბაზაზე კი საქართველოში საუკეთესო მინდვრის საფარია. იგივე ბერძნული კომპანია დააგებს მოედანს ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე, მშვენიერი მოედანია ზესტაფონში.

ასე რომ, იმედია, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან ("დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "კოლხეთი", "დილა") კარგ მინდვრებზე მიღებენ სტუმრებს, "ვიტ ჯორჯია" და რუსთავის "ოლიმპი" - ხელოვნურსაფრიან მოედნებზე: დროებით "მერანზე" ითამაშებს "გაგრა", სადაც კარგი მინდორია, ცხინვალის "სპარტაკი" - სექტემბრიდან "მიხეილ მესხზე" გადაბარგდება.

იმედია, ფედერაცია ჩანაფიქრს დროულად განახორციელებს იმ სამი გუნდის მოედნებსაც მიეხედება (მარტვილის "მერანის", ბოლნისის "სიონის", ზუგდიდის "ბაიას"), რომელტა მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული