სფფ-ს ფიფა-ს მარკეტინგის სპეციალისტები ეწვივნენ

AutoSharing Option
გვიან ღამით, თბილისში ჩამოვიდნენ ფიფა-ს განვითარების პროგრამების ევროპის მიმართულების მენეჯერი - ევა პასკიე და ჩრდ.ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგისა და კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი, ფიფა-ს ექსპერტი - ჯეოფ უილსონი.

ვიზიტი სამ დღიანია და მისი მიზანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მარკეტინგის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების შეფასება და რეკომენდაციების გაწევა. ამ დღეების განმავლობაში, პასკიე და უილსონი სფფ-ის თანამშრომლებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ტრეინინგებს ჩაუტარებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან. სტუმრები ნახავენ "მიხეილ მესხის" სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებსაც.

დღეს, პასკიემ და უილსონმა
უკვე მოინახულეს სფფ-ის განახლებული ტექნიკურ ცენტრი "ბასა". სტუმრებმა გაოცება ვერ დამალეს ნაკრების ბაზის ასეთი სახეცვლილების გამო.

"ეს ნამდვილი სიურპრიზია! ასეთი შოკირებული პირველად მაშინ ვიყავი, როცა წინა ვიზიტისას თქვენი ახალი ოფისი ვნახე. თქვენ უდიდესი სამუშაო შეგისრულებიათ ძალზე მოკლე დროში და ამისათვის მიიღეთ ჩემგან კომპლიმენტები; ერთი სიტყვით შემიძლია ჩემი ემოციები გამოვხატო - შესანიშნავია!" - განაცხადა ჩვენთან საუბარში ევა პასკიემ.

ამ წუთებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფიფა-ს ექსპერტებისა და სფფ-ის თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა იწყება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული