20.6.2011. მარიბორი. სტადიონი "ლუდსკი ვრატ". 700 მაყურებელი.
მეტალურგი:Bბედიაშვილი - ჯაფარიძე, კვახაძე, მახვილაძე, ორბელაძე - მიქაბერიძე, მაისურაძე, ტყემალაძე, გეწაძე - ქობალია, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბათიაშვილი, ლომაია, ქავთარაძე, აბურჯანია, პავლიაშვილი, ღაღანიძე.
გოლები: 1:0 ველიკონია (15), 2:0 მეზგა (32), 3:0 ბერიჩიც(43), 4:0 და სილვა (52), 5:0 და სილვა (53), 6:0 ჩრნიჩი (81).
სლოვენიის ჩემპიონ "მარიბორს" ოთხი ტრავმირებული ფეხბურთელი აკლდა. ამის მიუხედავად, სლოვენიური შეკრების ბოლო შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა სამარცხვინო ანგარიშით წააგო.
პირველი ბურთი ველიკონიამ 8-9 მეტრიდან დაბალ კუთხეში დარტყმით
მასპინძლებმა შეტევები გააძლიერეს და პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს. ტაიმის მიწურულს ირაკლი ქობალიას სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინება შეეძლო, მაგრამ მისი მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალეს. ქართველები ანგარიშის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ სლოვენიელები ისევ იმარჯვეს და სამჯერ გაიტანეს: "მეტალურგის" კარი ორჯერ დალაშქრა და სილვამ, საბოლოო ანგარიში კი ჩრნიჩმა დააფიქსირა - 6:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"