შტურმი იყო, მაგრამ ფრე

AutoSharing Option
შტურმი-დინამო 0:0
დინამო: ლორია, ოდიკაძე (76. ჰომოლა), თომაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი (46. ხმალაძე), კვეკვესკირი (85. ფირცხალავა), კოშკაძე (70. ახალაია), თექთურმანიძე (60. კახელიშვილი), ლექვთაძე (65. რობერტინიო), ჯიღაური (85. ჰაჯიბულიჩი), ფანცხავა (33. იაშვილი/82. ჯუსი)

სლოვენიიდან ავსტრიაში გადასულმა თბილისის "დინამომ" შეკრებაზე დაგეგმილი ბოლო მატჩი გრაცის "შტურმთან" გამართა.

პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ. გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მასპინძელთა მეკარე უშეცდომოდ თამაშობდა, გიორგი ლორიას კი თამაშში ჩართავამ მხოლოდ მეორე ნახევარში მოუწია. საბოლოოდ 0:0.

"დინამო" თბილისში პარასკევს დაბრუნდება, ორიოდე დღე დაისვენებს და ევროპის ლიგის პირველი
საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს.

www.fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული