ამჯერად გთავაზობთ საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდების შეფასებას.
რა ღირს ქართული კლუბები?
ს.ა. გ.ს.ფ. ფ.ს.ფ.
1. ”დინამო" 25.4 6.450.000 248.077
2. ”ზესტაფონი" 24.6 5.950.000
3. ”მეტალურგი" 25.1 2.725.000 97.321
4. ”ტორპედო" 25.7 2.200.000 91.667
5. ”ვიტ Gჯორჯია" 21.6 1.050.000 43.750
6. ”სპარტაკი" 23.1 1.050.000 42.000
7. ”სიონი" 26.1 725.000 32.955
8. ”ბაია" 21.5 550.000 30.556
9. ”კოლხეთი" 22.8 375.000 17.857
10. ”სამტრედია" 23.2 325.000 14.773
ჯამური ფასი 21.400.000
მოთამაშეთა საშუალო ფასი 91.064
* თანხები დასახელებულია ევროში
* ს.ა. - საშუალო ასაკი; გ. ს. ფ. - გუნდის საერთო ფასი; ფ.ს.ფ. - ფეხბურთელთა საშუალო ფასი.
უმაღლესი ლიგის გუნდები გასული სეზონის მიხედვით, მაგრამ ახალი ფეხბურთელებით შეაფასეს. მაგალითად, კობა შალამბერიძემ სეზონი ბოლნისის ”სიონში" დაამთავრა, მაგრამ მისი ღირებულება უკვე ცხინვალის ”სპარტაკს" დაემატა.
ამგვარად, საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდების ჯამური ფასი 21.400.000 ევროა, ხოლო საშუალოდ ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი - 91.064 ევრო.
საინტერესო უნდა იყოს უმაღლესში გადმოსული კლუბების შეფასებებიც: ”გაგრას" 350.000 ევროდ აფასებენ, მარტვილის ”მერანს" - 100.000-ად, გორის ”დილას" შეფასება კი ვერ აღმოვაჩინეთ.
აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი შეუფასებელია, ცხადია, არა ლიონელ მესივით, რომელაც ფასი არ აქვს.
ჩვენო ძვირფასო ფეხბურთელებო
ახლა კი გავეცნოთ გუნდებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას:
”დინამო"
გიორგი ლორია - 450.000
ედნილსონი - 400.000
გულვერდ თომაშვილი, გიორგი თექთურმანიძე, ირჟი ჰომოლა - 350.000
”ზესტაფონი"
ბუბა დაუშვილი - 550.000
გიორგი ხიდეშელი - 450.000
ნიკა გელაშვილი, როინ კვასხვაძე - 400.000
”მეტალურგი"
ირაკლი მოდებაძე, ლექსო კვახაძე, ლუკა რაზმაძე - 300.000
რევაზ გეწაძე - 200.000
”ტორპედო"
გიორგი სეთურიძე - 225.000
თენგიზ ჩიკვილაძე - 200.000
ვახტანგ კვარაცხელია - 175.000
”ვიტ ჯორჯია"
ბესიკ ჩიმაკაძე, გურამ გურეშიძე - 100.000
გურამ ადამაძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი ვასაძე, რევაზ ღანიაშვილი, გიორგი კორიფაძე - 75.000
”სპარტაკი"
კობა შალამბერიძე - 125.000
ლაშა ჯაკობია - 100.000
ზვიად მეტრეველი, თემურ შონია, ტიერი კლოვისი - 75.000
”სიონი"
ვალერი ყაზაიშვილი €- 175.000
ვილი ისიანი, ლაშა ნოზაძე, გიორგი ქუცურუა, ირაკლი ჩირიკაშვილი, ნიკა კვასხვაძე, ვაჟა ქორიძე, გიორგი თარგამაძე - 50.000
”ბაია"
ლუკა გუგუჩია - 125.000
ზვიად სიხარულია - 75.000
დათა რიგვავა, ლევან წურწუმია, გურამ სამუშია, შოთა ლომია - 50.000
”კოლხეთი-1913"
ლაშა გვალია, ლევან გულუა - 50.000
”სამტრედია"
გიორგი ცხადაია - 75.000
”გაგრა"
გიორგი გაბედავა - 200.000
”მერანი"
თორნიკე კაკუშაძე - 75.000
ბოლნისის ”სიონი" მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური გუნდია, რადგან კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვალერი ყაზაიშვილი დუბლშემადგენლობაში თამაშობდა. რა თქმა უნდა, რეალურად ყაზაიშვილს ”სიონთან" შეხება არც აქვს, რადგან ბოლნისელთა სახელით ”საბურთალოს" აღზრდილები თამაშობენ და სატრანსფერო უფლებებსაც ეს სკოლა ფლობს. თუმცა ფაქტი თავისთავად საინტერესოა.
ევროჯამი: 37-ე
”ტრანსფერმარკტმა" დაითვალა, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლეგიონერთა რაოდენობა მოთამაშეთა საერთო რაოდენობის 3,0 პროცენტს შეადგენს. მსგავსი მაჩვენებელი ინგლისის პრემიერლიგაში 63,8 %-ია, ბუნდესლიგაში - 48,2 %, სერია A-ში - 48 %, რუსეთის პრემიერლიგაში - 47,6 %, ფრანგულ ლიგა1-ში - 39,8 %, პრიმერადივიზიონში კი - 38,5 %.
საქართველოს უმაღლესი ლიგა გუნდების ჯამური ფასით ევროპაში 37-ე ადგილზეა. ვუსწრებთ მხოლოდ ესტონეთს, ირლანდიას, ისლანდიას, უელსსა და ჩრდილო ირლანდიას. საიტზე მოცემულია მხოლოდ უეფაში გაწევრიანებული 42 ქვეყნის მონაცემები. არ არის ინფორმაცია აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და მოლდოვის უმაღლეს ლიგებზე. თუმცა ვეჭვობთ, მათზე უკეთესი მონაცემები გვქონდეს - პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ხომ ჩვენი ლიგა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია.
დიდი ოთხეული
1. ინგლისის პრემიერლიგა 3.403.125.000
2. პრიმერადივიზიონი 2.556.900.000
3. სერია A 2.418.275.000
4. ბუნდესლიგა 1.718.675.000
შესადარებლად გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო სხვა ლიგების მონაცემებსაც:
7. რუსეთის პრემიერლიგა 745.250.000
10. უკრაინა - 526.025.000
28. ბელარუსი - 67.750.000
34. ლიტვა - 25.625.000
36. ლატვია - 21.750.000
37. საქართველო - 21.400.000
38. ესტონეთი - 18.650.000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"