საერთოდ, პოლიტიკისა და ფეხბურთის გამიჯვნა-არგამიჯვნაზე მრავალი მოსაზრება არსებობს. ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში სპორტულმა მიმომხილველმა ოლეგ ვინოკუროვმაც გამოთქვა და ვგონებთ, ეს ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო უნდა იყოს.
- ვფიქრობ, ფიფა გონივრულ გადაწყვეტილებას იღებს, ნაკრებებს რომ აშორიშორებს. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ფეხბურთი და მთალიანად სპორტი, პოლიტიკისგან შორსაა, სინამდვილეში
ფიფა ასეთ გადაწყვეტილებას იძულებით იღებს, რამდენადაც უკვე არსებობს პრეცედენტი, როდესაც ერთ ჯგუფში მოხვედრილმა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმება ვერაფრით მოახერხეს. მაშინ რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვა, მაგრამ ამაოდ და იმ ორი მატჩის ანულირება მოხდა.
ფიფა სწორად იქცევა. რა საჭიროა ზედმეტი დაძაბულობა? ის ქვეყნები, რომლებსაც ბოლო დროს ერთმანეთში უთანხმოება ჰქონდათ, სასურველია, რომ დავაშორიშოროთ.
- კი მაგრამ, რუსეთის ჩემპიონატში ხომ წარმატებით გამოდიან ქართველი ფეხბურთელები?
- საუბარი არაა იმაზე, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოში რუს ადამიანებს უფრო ცუდად ექცევიან, რუსეთში კი - ქართველებს. რა თქნა უნდა, ეს ასე არაა, მაგრამ როდესაც პირისპირ ნაკრებები დგებიან, მაშინ ფეხბურთი ეროვნულ იდეად გარდაიქმნება, აქტიურდებიან ნაციონალისტები და სხვა ძალები, რომლებსაც ეს ყველაფერი თავიანთი მიზნების განსახორციელებლად სჭირდებათ... ამის უამრავი მაგალითი არსებობს.
ამისგან გათავისუფლებას აქამდე ვერ ახერხებს თვით ინგლისი. ყოველთვის, როდესაც ამ ქვეყნისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა უნდა შედგეს, ყვითელ პრესაში კამპანია იწყება - გერმანელ ფეხბურთელების ნაცისტურ ჩაფხუტებში ხატავენ და სხვა.