ბათიაშვილმა, ტრადიციულად არ დაგხვდებითო

AutoSharing Option
"არმფუტბოლმა" რუსთავის "მეტალურგის" მეკარის, ზურაბ ბათიაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელმაც ერევანში "ბანანცთან" 1:0 მოგებულ მატჩში საიმედოდ ითამაშა.

ქართველთა მოგებას სომხებისთვის იმედი მაინც არ გადაუწურავს. მათ ქართულ-"ბანანცური" დაპირისპირებები გაიხსენეს - ერევნელებმა უეფას თასის გათამაშებაში ხომ თბილისში ჯერ "ლოკომოტივი" დაამარცხეს, შემდეგ კი "ამერი".

"ერევანში ჩამოსული ჩვენი გულშემატკივრების თანადგომამ ფეხბურთელებზე ძალიან კარგად იმოქმედა. სხვათა შორის, მოგებაში თქვენი სტადიონის მშვენიერი მინდორიც დაგვეხმარა. სისულელე იქნება იმის უარყოფა, რომ ჩვენ შემდეგ წრეში გასვლის მშვენიერი შანსი და მეტი მოტივაციაც გვაქვს.

კარგად გვესმის, რომ განმეორებითი მატჩი იოლი არ იქნება,
მაგრამ მეეჭვება ჩვენს გუნდთანაც მოახერხოთ იგივე, რაც ექვსი წლის წინ შეძელით "ლოკომოტივთან", როდესაც ერევანში მოგებული მატჩის შემდეგ თბილისში 2:0 გაიმარჯვეთ" - თქვა ბათიაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული