ორშაბათს პლატინი გვეწვევა

AutoSharing Option
ორშაბათს, 9 აგვისტოს, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა. შეგახსენებთ, რომ უეფას თავკაცის რანგში პლატინი ერთხელ უკვე იყო თბილისში, მანამდე, ფიფას ვიცე-პრეზიდენტად მუშობის დროსაც ორჯერ გვეწვია. ბუნებრივია, ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელის ვიზიტი ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას და ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელებას უკავშირდება.

ამასთან, პლატინი ნახავს იმ ობიექტებს, რომელიც საქართველოში უეფას პროგრამით განხორციელდა. უეფას პრეზიდენტი 10 აგვისტოს თბილისიდან კიშინიოვში ჩაფრინდება, სადაც მოლდოვური ფეხბურთის 100 წლის იუბილეს საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

უფრო დეტალურად მიშელ პლატინის ვიზიტის შესახებ დღეს შევიტყობთ,
როცა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 13 საათზე ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

მანამდე ორი პრესკონფერენცია ჩატარდება - 12 საათზე ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია გასცემს პასუხს ჟურნალისტთა კითხვებს, 12:30 საათზე კი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია წარდგება მასმედიის წინაშე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული