"გაგრამ" შესაკრები გადაანაცვლა

AutoSharing Option
საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" ევროპის ლიგაზე ფამაგუსტას "ანორთოსისთან" 14 ივლისის მატჩისთვის მეტოქის ქვეყანაში მოემზადება.

გაგრელები კვიპროსში დღეს, 7 ივლისს გამთენიისას თბილისი-პრაღა-ლარნაკას ავიარეისით გაემგზავრნენ, საიდანაც ლიმასოლამდე ავტობუსით ერთ საათში ჩავლენ და სასტუმრო "ეპისკოპიანეში" დაბინავდებიან.

"გაგრას" უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მიხეილ აფხაზავას თქმით, გუშინ, 6 ივლისს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა დაასახელა წასაყვან ფეხბურთელთა 22-კაციანი სია:

მეკარეები: კოკა სეფიაშვილი, გიორგი ბეგაშვილი
მცველები: გელა ხუბუა, ჯემალ გაბუნია, გიორგი ტყეშელაშვილი, ნიკა ჯიშკარიანი, ლაშა კალანდაძე, ზვიად ჩხეტიანი.
ნახევარმცველები: ირაკლი ხუციძე, გიორგი ზვიადაძე, დავით გიგაური, მიხეილ კობერიძე,
მიკოლა ნაკონეჩნი, ვოლოდიმირ ორდინსკი, ლევან შარიქაძე, ნიკა ჭკუასელი, ბექა ქართველიშვილი, გიორგი ყურულაშვილი.
თავდამსხმელები: შალვა კვანტალიანი, დათა სიჭინავა, გიორგი გაბედავა, დავით ციცხვაია.

კვიპროსში გუნდი ერთი კვირა გაჩერდება, მაგრამ ევროდებიუტამდე საკონტროლო შეხვედრას არ გეგმავს. "ანორთოსისი" "გაგრას" 14 ივლისს ლარნაკას "ანტონის პაპადოპულოსზე" ჩვენი დროით 21 საათიდან უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრა ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" 21 ივლისს 21 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიგერიელები სად გაქრნენ?
tsope
13:10 07-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული