"არ ველოდი, თუ აქ ასეთი კარგი სტადიონი და მოედანი დაგვხვდებოდა. პირობები ბრწყინვალეა. მომავალ შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ მისი გამართვა ხარისხიან მოედანზე გვსურდა. საერთოდაც, ნებისმიერი თამაშის შედეგს დიდწილად გაზონის მდგომარეობაც განაპირობებს."
მანამდე კი დინამოელთა ესპანელმა თავკაცმა მომავალ
"გუნდში რამდენიმე სიახლეა, დაგვიბრუნდა დისკვალიფიცირებული კახელიშვილი. წინა მატჩისგან განსხვავებით, 18-კაციან განაცხადში იქნება გიორგი ნადირაძე სოსო გრიშიკაშვილის ნაცვლად. სასტარტო შემადგენლობის შესახებ კი მხოლოდ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყობთ.
მიუხედავად პირველი მატჩის შედეგისა, მოედანზე ისე გავალთ, თითქოს პირველი თამაში იყოს. აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ
ესპანელი ლეგიონერები ამ ეტაპზე ვერ დაგვეხმარებიან, ამიტომ მათზე კომენტარის გაკეთებას ამჯერად აზრი არ აქვს
სამომავლო გეგმები სერიოზულია, თუმცა წინასწარ არა გვაქვს დაგეგმილი, რამდენი ეტაპი უნდა გავიაროთ. კონცენტრაციას უშუალოდ კონკრეტულ მატჩზე ვახდენთ - რომ გავიმარჯვოთ".
შეგახსენებთ, რომ "დინამო"-"მილსამის" პირველი შეხვედრა თბილისში ჩვენი გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. საპასუხო მატჩი დღეს საღამოს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა მოლდოვური კლუბის საიტზე www.milsami.md შეგეძლებათ.