რუსთაველებმა "ბანანცის" ბარიერი დაძლიეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ფოლადის სტადიონზე გამართული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩი რუსთავის"მეტალურგსა" და ერევნის "ბანანცს" შორის ფრედ 1:1 დასრულდა. შედეგად, სტუმრად პირველ შეხვედრაში მიღწეული გამარჯვების (1:0) წყალობით მომდევნო ეტაპზე რუსთაველები გავიდნენ.

მეორე ეტაპზე რუსთაველთა მეტოქე ყაზახეთის "ირტიში" იქნება, რომელმაც თავის მხრივ გათამაშებიდან პოლონური "იაგელონია" გამოთიშა.

"მეტალურგი"-ბანანცი" 1:1
მეტალურგი:
ბათიაშვილი, კვახაძე (კ), ჯაფარიძე, მახვილაძე, ორბელაძე, რაზმაძე, მაისურაძე, გეწაძე, მიქაბერიძე, ტყემელაძე, მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე.
ბანანცი: ნეპოგოდოვი, ხაჩატრიანი, არაქელიანი, ედიგარიანი, ვოსკანიანი (კ), დუ ბალა, ბალაბეკიანი, პეტროსიანი, ამბარცუმიანი, დაშიანი, სუჯიანი.
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ
ნაზარიანი.
მსაჯი: ნეილ დოილი (ირლანდია)
გოლები: 1:0 მიქაბერიძე (18), 1:1 დუ ბალა (72 პენ).



მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს იყო რაღაც სამარცხვინო, თამაშის მაგვარი ფაფხური; ძალიან გაგვიმართლა, ამ ბანანცის მაგივრად ოდნავ სერიოზული გუნდი რომ ყოფილიყო, მიწასთან გაგვასწორებდა. არ ვიცი მომავალ თამაშს როგორ ითამაშებენ,მაგრამ ძალიან მძიმე დღე გველოდება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.
levani kaxeti
22:09 07-07-2011
0

სიახლეები პოპულარული