ცხოვრებაში ყოველთვის ვერ იტყვი: ოკეი

AutoSharing Option
ევროპის ლიგაზე "მეტალურგისა" და ერევნის "ბანანცის" მატჩის დასრულებისას გავრცელდა ცნობა, "მეტალურგის" მეპატრონე ჯოზეფ კეი აღარ იქნება, მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და გუნდს აღარ უპატრონებსო.

კომენტარისთვის რუსთავის "ოლიმპის" ("მეტალურგის" წინამორბედი) დამფუძნებელ მამუკა გუგეშაშვილს დავუკავშირდით:

- ნამდვილად არ ვიცი, რა ცვლილებებია ქარხანაში და ვინ გახდა მისი მეპატრონე, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. მხოლოდ ის ვიცი, რომ კლუბი "ირტიშთან" ევროპის ლიგის შეხვედრებისთვის ჩვეული რეჟიმით ემზადება, ქალაქი და ქვემო ქართლის გუბერნია "მეტალურგს" უპატრონოდ არ მიაგდებენ და მის არსებობას საფრთხე არ შეექმნება. ეს არის მთავარი.

ვარაუდი, რომ "მეტალურგი" მეპატრონის გარეშე რჩება, არ დასტურდება. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პრობლემები კი არ არის, მას მეპატრონე შეეცვალა - ჯოზეფ კეის ნაცვლად სხვა უპატრონებს.

ვითარებაში გასარკვევად ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძეს დავუკავშირდით:
- გამორიცხულია, რომ "მეტალურგს" დაუბრუნდეთ და კვლავ მიხედოთ?
- მე ჩემი საქმეებიც მრავლად მაქვს და გუნდისთვის ნამდვილად ვერ მოვიცლი. თუ უპატრონოდ დარჩა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივხედავთ.

- ქარხანა ჯოზეფ კეის აღარ ეკუთვნის და მეპატრონე შეეცვალაო.
- ქარხანას მეპატრონე კი შეეცვალა, მაგრამ ეს გუნდის უპატრონოდ დატოვებას არ ნიშნავს.

- ვინ არის ქარხნის ახალი მეპატრონე?
- მე როგორც ვიცი, გუნდს მიხედავენ, მთავარი კი ეს არის.

როგორც ჩანს, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ხელისუფლებასთან დავა მორიგებით დაასრულა. ოჯახის საგანგებო განცხადებაში წერია, რომ მათ გადაწყვიტეს მორიგებით დაასრულონ დავა საქართველოს ხელისუბლებასთან, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟში 3 წელი გრძელდებოდა და ოჯახისათვის მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია "იმედის" დაკარგვასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებას ეხებოდა.

როგორც ჩანს, მორიგება უფრო მასშტაბურია და, რადგან მხარეებმა გადაწყვიტეს საქმეს წერტილი დაუსვან, ამ გარიგებით ოდესღაც პატარკაციშვილების კუთვნილი ქარხნის ბედიც გადაწყდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული