"ბანანცის" ფანკლუბი: როდის იყო "მეტალურგი" ბარსელონა" ან "ჩელსი"?

AutoSharing Option
როგორც ჩანს ერევნის "ბანანცის" გულშემატკივრებს, ბოლო დროს საყვარელი გუნდის თამაში მეტისმეტად არ მოსწონთ, მათი მოთმინების ფიალა კი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგთან" განცდილმა მარცხმა აავსო.

შეგახსენებთ, რომ სომხებმა რუსთავში ფრედ 1:1 კი ითამაშეს, მაგრამ პირველ მატჩში საშინაო მარცხმა (0:1) ისინი ევროპის ლიგის მიღმა დატოვა.

ჰოდა, "ბანანცის" ფანკლუბის "Proud Eagles"-ის წევრებმა კლუბის ხელმძღვანელობას მწვავე ღია წერილი გაუგზავნეს, რომელიც საკმაოდ საინტერესო შედარებით იწყება და ჩვენი მისადმი ყურადღებაც ამითაა გ
ანპირობებული.

"სულ ახლახან "ბანანცმა" ძალიან სუსტად იასპარეზა ევროპის ლიგაზე. მეტოქე არა "ბარსელონა" ან "ჩელსი", არამედ იყო "მეტალურგი" საქართველოდან. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნაზარიანმა ქართველებთან საპასუხო მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ "მეტალურგი" გამოცდილი და მაღალი კლასის გუნდია და ამიტომ ვერ შეძლეს მისმა ფეხბურთელებმა მეტოქის დამარცხება. ამასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვა: რატომ უნდა ეძებდეს მწვრთნელი თავის გასამართლებლად მიზეზს არა თავის გუნდში, არამედ მეტოქეში?".

მომზადებულია yerkramas.org-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /

ხახახახა მაგარი იყო - მენტალიტეტ, ხომ იცი, რომ დაწერეს, კავკასიური ფეხურთის ლიდერები ყოველთვის სომხები ვიყავითო.
ალბათ 1981 წლსი დინამო გადაცმული სომხების გუნდი იყო, ეგეთი კეთილები არიან, "დაგვეხმარნენ".
ავოიე, რა! მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდა
japaneze
14:30 11-07-2011
0
ბებიათქვენისმა "ბანანცი" სულ აზანზარებს ევროპას )
mentalitet
22:07 10-07-2011
0

სიახლეები პოპულარული