დონალდ დინამოელი "პოგონის" ჰო-არას ელის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და კამერუნის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი დონალდ ჯუსი პოლონეთის პირველი დივიზიონის შჩეცინის "პოგონში" ისინჯება. ეს გუნდი გასულ სეზონში მეექვსე ადგილზე გავიდა და ექსტრაკლასაში გადასვლა ვერ მოახერხა.

21 წლის დინამოელმა ახალ გუნდში საკონტროლო შეხვედრა კოლობჟეგის "კოტვიცასთან" ჩაატარა და გაიტანა კიდეც.

"პოგონის" ვებგვერდის ცნობით, ჯუსმა ძირითადში ითამაშა და მეორე ტაიმში შეცვალეს, თუმცა მანამდე, 75-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

კამერუნელისთვის თბილისის "დინამოს" პრობლემები არ შეუქმნია, მაგრამ იგი ჯერ თბილისელებს მაინც არ დამშვიდობებია, რადგან უცნობია, პოლონეთში დარჩება თუ არა - ჯერ კლუბს
უნდა მოეწონოს, შემდეგ კი შჩეცინელები "დინამოს" სატრანსფერო თანხაზე უნდა შეუთანხმდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული