ევროპის ლიგაზე მეტოქები გავარკვიეთ

AutoSharing Option
ნიონში უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც ტურნირში მონაწილე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა გაცხადდა.

თუკი თბილისის "დინამო" უელსურ "ლანელისთან" საპასუხო მატჩში, პირველის დარად (გარსიას გუნდი სტუმრად 1:2 დამარცხდა), სენსაციას აღარ მოახდენს და მესამე ეტაპზე გააღწევს, ისლანდიური "რეიკიავიკისა" და სლოვაკური "ჟილინას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. გარსიას გუნდის სავარაუდო მეტოქე "რეიკიავიკი" უნდა იყოს, რომელმაც სლოვაკებს შინ 3:0 სძლია.

თუკი რუსთავის "მეტალურგი" შინ პირველ მატჩში მიღწეული ფრეს (1:1) შემდეგ შეძლებს ყაზახური "ირტიშის" ბარიერის გავლას, გათ
ამაშების მესამე ეტაპზე ფრანგულ "რენის" დაუპირისპირდება. ამ შემთხვევაში რუსთაველები მეტოქეს, 28 ივლისს საკუთარ მოედანზე, 4 აგვისტოს კი სტუმრად დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება ევროპის ლიგაზე მოასპარეზე კიდევ ერთ ქართულ გუნდს - "გაგრას", "ანორთოსისთან" 0:3 დამარცხების შემდეგ პისკოვეცის შეგირდებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი აქვთ და თუ სასწაული მაინც მოხდა, "გაგრას" მეტოქე სან-მარინოს "ჟუვენასსა" და მაკედონიის "რაბოტნიჩკს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული