საორგანიზაციო საკითხების მოგვარების ფარგლებში გუშინ გაიმართა საქმიანი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ნიკო პატარქალიშვილს შორის.
შეთანხმდნენ, რომ სფფ მიესალმება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაწილეობას ზემოაღნიშნულ ტურნირში. ვინაიდან ტურნირი ემთხვევა საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის
დავძენთ, რომ ტურნირზე იგეგმება თვით პელეს სტუმრობა, რაზეც მასთან წინასწარი მოლაპარაკება უკვე შედგა. ზემოხსენებულ შეხვედრაზე ტურნირის ორგანიზატორმა ნ. პატარქალიშვილმა ისიც თქვა, რომ იმ საფეხბურთო ზეიმის დღეებში თბილისში იგეგმება 1965 წელს მოსკოვში სსრ კავშირ-ბრაზილიის მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავას და ანზორ კავაზაშვილის პელესთან გადაღებული ცნობილი სურათის მიხედვით შექმნილი ხუთფიგურიანი კომპოზიციის გახსნა.
თენგიზ თომაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"