მოედნის განახლება ივლისის დამდეგს დაიწყო, სამუშაოებს ბერძნული კომპანია "კრისტიან სიმუნოვიჩი - სპორტენგი" აწარმოებდა, რომელმაც მინდორი უკვე დააგო ეროვნული ნაკრების ბაზაზე, ახლა კი ამავე სამუშაოს თბილისის "დინამოს" ბაზაზე ასრულებს.
სტადიონზე გარემონტდა ჩვენში მუდამ პრობლემური სველი წერტილებიც.
ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან გვახარებს, რადგან დღეს ფეხბურთს ხარისხიან საფარზე თამაშობენ, უხარისხოზე კი - მის უხარისხო ნაირსახეობას.
ჩვენ კი ის ვთქვათ, რომ ახალ სეზონის დაწყებამდე ბევრად უკეთესის მოლოდინში ვართ, ვიდრე გასულ სეზონში იყო - კარგ მდგომარეობაშია ეროვნული სტადიონის საფარი, აგვისტოს დასაწყისამდე ხარისხიანი მინდორი იქნება "მიხეილ მესხის" სტადიონზე, ზესტაფონში ხომ ილია კოკაიამ ეს პრობლემა დიდი ხანია მოაგვარა, ამას დაემატა ქუთაისიც, ფედერაციის ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხიანად "შეიმოსება" გორის, ფოთისა და ქობულეთის სტადიონები, ეროვნული ჩემპიონატისთვის გაიხსნება ნაკრების ტექნიკური ცენტრის კოხტა სტადიონი, მცხეთაში შეგვემატება "ვიტ ჯორჯიას" სტადიონი, რუსთავშიც ნორმალური საფარია და, იქნებ, ოდნავ უკეთესი ფეხბურთი მაინც ვიხილოთ?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"