"ვერ ვიტყვით, რომ გულშემატკივარი ორივე შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. მაგალითად, "მეტალურგს" მოსაგები თამაში ჰქონდა, მაგრამ დასანანი გოლი გაუშვა და საქმე გაირთულა. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მეორე მატჩში რუსთაველები უფრო წარმატებით ითამაშებენ.
"ზესტაფონმა" კი ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მოლოდველებს ერთი ამოსუნთქვით მოუგო. აშკარაა, გუნდი პროგრესირებს. იმედია, შემდეგ ეტაპზე გავა და უფრო მეტსაც მიაღწევს", - ამბობს ქეცბაია.
ეროვნული ნაკრების თავკაცს
"ზესტაფონელები საკმაოდ კარგად მომზადებულები ჩანდნენ, მაგრამ რუსთაველებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ხელოვნურსაფრიან მოედაზე ასეთ სიცხეში თამაში არც შეიძლებოდა".
ბოლოს კი ქეცბაიას პასუხი კითხვაზე: თუ აღმოაჩინეთ ისეთი მოთამაშე, რომელზეც იტყოდით, ეს როგორ გამომრჩა?
"მე ყველა მოთამაშეს მეტ-ნაკლებად ვიცნობ და ვერ ვიტყვი, რომ ვინმე აღმოვაჩინე. მაგრამ არიან საინტერესო ფეხბურთელები, რომლებმაც კარგად ითამაშეს, ანუ მოუმატეს. თუმცა საერთო შეფასებისთვის განმეორებით შეხვედრებს უნდა დაველოდოთ. შემდეგ ეტაპებზე უფრო გამოჩნდება, რა შეუძლიათ ჩვენს გუნდებს და ფეხბურთელებს", - გვითხრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"