"დაჩიას" არც გამეზარდაშვილი ეყოლება, არც დობრე

AutoSharing Option
"ზესტაფონისთვის" სასიამოვნო და მისი მეტოქე "დაჩიასთვის" უსიამოვნო ამბავი - ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზესტაფონში 0:3 წაგების შემდეგ კიშინიოველები მნიშვნელოვნად დასუსტდნენ - განმეორებით მატჩში, 20 ივლისს მოლდოველები "ზესტაფონს" ორივე ცენტრალური მცველის, კაპიტან ლუჩიან დობრესა და დავით გამეზარდაშვილის გარეშე დაუხვდებიან.

ჩვენთვის უცნობია, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი: ისინი არც დისკვალიფიცირებულები არიან და არც ტრავმირებულები. იმასაც ამბობენ, ჩვენებურს კლუბის დატოვება სურსო, სინამდვილეში კი რა მოხდა თუ ხდება, უახლოეს დღებში შევიტყობთ...

გუშინ, 18 ივლისს დათოსთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ იგი ჩვენს ზარს არ პასუხობდა.

ფაქტი კი ისაა, რომ გამეზარდაშვილი და დობრე გუნდს ვერ დაეხმარებიან, რაც, იმედია, "ზესტაფონს" მომდევნო ეტაპზე გასვლას უფრო გაუადვილებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული