ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარული ინტერნეტგაზეთი "სპორტს.კზ" მატჩის მიმოხილვაში წერს, რომ "ირტიშს" სიფრთხილე მართებს, შანსებს კი 50/50-ზე ვაფასებთო. ეს იყო საინტერესო მინიშნება, რომელმაც შეგვიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყაზახებს "ირტიშის" იმედი არ აქვთ. საერთოდ კი, ყაზახები ამ კლუბზე ისეთივე აღმატებული ტონით არც წერენ, როგორითაც ევროთასებზე მოასპარეზე სხვა
სამაგიეროდ, თავისი ფეხბურთელების სჯერა თორნიკე მაისურაძეს, ის იმედოვნებს, რომ რუსთაველები მოიგებენ საპასუხო შეხვედრას, რომელიც პავლოდარში იქაური დროით 19 საათზე დაიწყება და მას ბულგარელი არბიტრი გიორგი იორდანოვი განსჯის.
ამ მსაჯის თანამემამულე გიორგი დასკალოვმა კი, რომლის გოლითაც რუსთავში "ირტიშმა" ანგარიში გაათანაბრა, საკმაოდ უცნაური კომენტარი გააკეთა - პირველი ტაიმი მასპინძლებისა იყო, მეორე კი ჩვენიო. ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ კითხვა დაგებადება, ჩვენ სხვა თამაში ხომ არ ვნახეთ? გვახსოვს, რომ ქართულმა გუნდმა "ირტიშის" კართან ხუთი უეჭველი საგოლე მომენტი შექმნა და მხოლოდ ერთი გამოიყენა, ყაზახებმა კი ორიდან ერთით იხეირეს.
პავლოდარელთა მთავარი მწვრნელი ტალგატ ბაისუფინოვი უკმაყოფილო იყო ყაზახეთის ფედერაციის დამოკიდებულებით, რადგან ევროთასზე ასპარეზობის მიუხედავად, გუნდს თავდაპირველად ჩემპიონატის მატჩების გადატანაზე უარი უთხრეს - პავლოდარელებს 14 დღეში 5 მატჩის გამართვა უწევდათ, 17 ივლისს კი ევროპის ლიგის მეორე მონაწილისთვის, ყარაღანდის "შახტიორისთვის" უნდა ემასპინძლათ. თუმცა, მას მერე, რაც ყარაღანდელებმა შინ მოიგეს, პავლოდარელებმა კი ფრედ დაასრულეს მატჩი, ყაზახეთის ფედერაციაში მიხვდნენ, რომ ასეთი გრაფიკით თამაში მათ გუნდებს გაუჭირდებოდათ, ამიტომ 17 ივლისის შეხვედრა ამ კლუბებს გადაუდეს.
ბოლოს ერთი საინტერესო ამბავიც: "ირტიშის" ტრავმირებულმა მეკარემ დავით ლორიამ, რომელიც გერმანიაში მკურნალობს და გუნდს "მეტალურგთან" განმეორებით მატჩშიც ვერ დაეხმარება, კიოლნში მონაწილეობა მიიღო კარის დარაჯთა შეკრებაში, რომელსაც ესწრებოდნენ სახელოვანი მეკარეები ანდრეას კეპკე, ჟან-მარი პფაფი... შეკრებილებმა განიხილეს მეკარეთა ვარჯიშის მეთოდოლოგია, ლორიამ კი უფროსი კოლეგებისგან მიღებული გამოცდილება და ზოგადი შთაბეჭდილებები ყაზახურ მედიას გაუზიარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"