თუმცა, რაღა დასამალია, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოვლენები ისე განვითარდა, მაყურებელი გაცილებით მეტი ინტერესით თბილისის "დინამოსა" და უელსური "ლანელის" მატჩს ელის, რომელიც ასევე 21 საათზე დაიწყება ეროვნულ სტადიონზე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "საზოგადოებრივმა" გაითვალისწინა მაყურებლის ინტერესი და "დინამო"-"ლანელის" მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს II არხზე შემოგვთავაზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საზოგადოებრივი ტელევეზიას მადლობა იმაზეც რასაც ანახებენ, მაგრამ ტელესერიალებს და არაფრისმომცემ გადაცემებს ქართული ფეხბურთი მაინც მირჩევნია.
გაგრის თამაშიც უნდა ანახონ და დინამოსიც, ზესტაფონისაც და მეტალურგისაც!!!
ასე უნდა ჩვენს ფეხბურთის და სპორტის მესვეურებს ფეხბურთის პოპულარიზაცია საქართველოში??? ფეხბურთის პოპულარიზაცია როგორ მოხდება თუ თამაშები მთელი საქართველოს მასშტაბით არ იქნა ტელევიზიით გადაცემული??? ზესტაფონის თამაში რომ ტელევიზიით ყოფილიყო ნაკლები ხალხი გადაძვრებოდა სტადიონზე (თუმცა ხალხი მაინც გადაძვრებოდა).
გააკეთოს სპორტის სამინისტრომ და ფეხბურტის ფედრაციამ ერთი სპორტული არხი სადაც ფეხბურთს და სხვა სპორტის სახეობებსაც გააშუქებენ?! იქონიეთ ნამუსი!