"დინამო"-"ლანელი" - რეპორტაჟი II არხზე

AutoSharing Option
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 21 ივლისს 21 საათზე ზესტაფონიდან "გაგრა"-"ანორთოსისის" განმეორებითი შეხვედრის რეპორტაჟი დაგეგმა.

თუმცა, რაღა დასამალია, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოვლენები ისე განვითარდა, მაყურებელი გაცილებით მეტი ინტერესით თბილისის "დინამოსა" და უელსური "ლანელის" მატჩს ელის, რომელიც ასევე 21 საათზე დაიწყება ეროვნულ სტადიონზე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ "საზოგადოებრივმა" გაითვალისწინა მაყურებლის ინტერესი და "დინამო"-"ლანელის" მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს II არხზე შემოგვთავაზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიკეთონ ეგ მეორე არხის რეპორტაჟი უკან. მარტო თბილისსმა უყუროს არა ? თფუუუუუუუუ , გული მერევა მაგ "საზოგადოებრივ მატყუებელზე"
dito
15:20 20-07-2011
0
რომელ თამაშსააც ინტრიგა აქვს ის აჩვენეთ I არხზე რო ყველამ ნახოს, მშვენივრად იცით რო II არხი თბილისის გარდა არსად არ უჩვენებს. გაგრას კი ვბალეშჩიკობთ, მაგრამ დინამოს თამაში გეჩვენებინათ უფრო კარგი იქნებოდა
vano
20:12 20-07-2011
0

სიახლეები პოპულარული