პელე თბილისში ოთხთა ტურნირის გახსნას დაესწრება

AutoSharing Option
როგორც "ლელოს" მკითხველმა იცის, წლეულს ნოემბრის ბოლო დეკადაში თბილისში იგეგმება ამხანაგური, საქველმოქმედო საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაის და საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდი (თავმჯდომარე ნიკო პატარქალიშვილი). ცხადია, ამ ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩვენც თვალყურს ვადევნებთ მოვლენათა განვითარებას.

გუშინ, 24 ივლისს ნიკო პატარქალიშვილისგან შევიტყვეთ, რომ არგენტინიდან მიიღო რწმუნების დასტური, რომლის თარგმანს აქვე გთავაზობთ: "ვადასტურებთ, რომ ბ-ნი ნიკოლოზ პატარქალიშვილი არის ჩვენი კომპანიის ერთადერთი უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია აწარმოოს
საქმიანი მოლაპარაკებები საქართველოში 2011 წლის 23 ნოემბრიდან ჩასატარებელი 20 წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

აგრეთვე ვადასტურებთ ბატონ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს (პელე) დასწრებას ტურნირის გახსნაზე.

ტურნირის თარიღებზე, პელესა და აღნიშნული ნაკრები გუნდების მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განხორციელდეს ა/წ 26 აგვისტომდე, რის შემდეგაც მხარეები თავისუფლდებიან ყველა ვალდებულებებისგან."

შეგახსენებთ, რომ თბილისში ტურნირის დღეებში 1965 წელს მოსკოვში სსრ კავშირ-ბრაზილიის ნაკრებების მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავას და ანზორ კავაზაშვილის პელესთან გადაღებული ცნობილი სურათის მიხედვით შექმნილი ხუთფიგურიანი კომპოზიციის გახსნა იგეგმება.

გუშინ, 24 ივლისს "ლელოს" რედაქციაში გაიმართა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა. განიხილეს "ქართული ფეხბურთის 105 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის პროექტი".

ზემოხსენებული ორი ისტორიული მოვლენის ერთდროულად აღნიშვნის შესახებ საინიციატივო ჯგუფი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართავს.

თენგიზ თომაშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა!
vova
17:29 25-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული