უმსაჯია ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი მატჩები, ევროთასების შეხვედრები, 99-ჯერ გასულა მოედანზე სსრ კავშირის (1979-1988 წ.წ.) ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თამაშების, ერთხელაც ხალხთა სპარტაკიადის ფინალის (1983) გასაძღოლად, ექვსჯერ დასახელდა სსრ კავშირის მსაჯთა საუკეთესო ათეულში; 1990 წელს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 9 მატჩს მსაჯობდა - ასეთია საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის მევლუდ მიმინოშვილის ღვაწლი ფეხბურთში.
უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ჩამოშორდა აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას, მაგრამ დღეს უკვე
მის ავტორიტეტს ყოველთვის სცემდნენ პატივს და როცა ჯერ ავჭალაში, სადაც ცხოვრობს და მერე აბაშის რაიონის მშობლიურ სოფელ სუჯუნაში, საფეხბურთო სტადიონის მოწყობა გადაწყვიტა, ყველა ამოუდგა მხარში. აბაშის რაიონის გამგებლის გურამ გუნავას ინიციატივით კი ამ რაიონის ცენტრალურ სტადიონს მევლუდ მიმინოშვილის სახელი მიენიჭა.
ვეტერანი ხშირად სტუმრობს ავჭალაში და სუჯუნაში ფეხბურთში მომეცადინე ბავშვებს. მასაც სწამს, რომ ბავშვთა ფეხბურთია დიდი ფეხბურთის საფუძველთა საფუძველი და კმაყოფილებას გამოხატავს ამ მიმართულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის გამო.
"საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე ყველამ უნდა იზრუნოს და ამაში ქართული ფეხბურთის ვეტერანებმაც უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი. თაობათა მემკვიდრეობითობა არ უნდა გაწყდეს", - ამბობს ბატონი მევლუდი.
თენგიზ თომაშვილი