როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სააპელაციო სასამართლოდან აცნობეს, სააპელაციო სასამართლოსთვის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა. სასამართლო პალატამ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერად, ხოლო მსჯავრდებულთა ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და შეფარდებული სასჯელის ზომა დასაბუთებულად და სამართლიანად ჩათვალა და განაჩენი უცვლელი დატოვა.
სასამართლოს განმარტებით, საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე "მაზავშიკებთან" მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს.
მოგებული თანხების ამოღებისა
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედება საიდუმლო მიმოწერის მასალებით, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა დააეკისრა. დავით გაგნიძეს კი დანაშაულთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა შეეუფარდა.
მსჯავრდებულებმა პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გამართლება მოითხოვეს.
"ინტერპრესნიუსი"