პელე ელჩის რანგში ტურნეს თბილისიდან იწყებს

AutoSharing Option
როგორც "ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 23-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილია ფეხბურთში ოთხთა საერთაშორისო, საქველმოქმედო ტურნირის ჩატარება ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებების მონაწილეობით.

23-24 ნოემბერს საპატიო სტუმრის რანგში ტურნირზე თბილისში ჩამოსვლა დაგეგმილი აქვს "ფეხბურთის მეფეს" - პელეს.

"საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების ფონდმა" (თავმჯდომარე ნიკო პატარქალიშვილი), რომელიც თბილისის ტურნირის ორგანიზატორია, 31 ივლისს ახალი ინფორმაცია მიიღო პელეს წარმომადგენლისგან. გილერმო ბარიგნანი იტყობინება, რომ, ვინაიდან პელე დაინიშნა ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგანგებო ელჩად, იგი თბილისში დათქმულ დროს, 23-24 ნოემბერს,
ზემოხსენებული ოთხთა ტურნირის დღეებში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში უკვე ახალი სტატუსით ჩამოვა, შემდეგ კი ეწვევა: საფრანგეთს, გერმანიას, ინგლისს...

ასე რომ, პელე საფეხბურთო ელჩის რანგში ტურნეს თბილისიდან იწყებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ დიდი პატივია.

თენგიზ თომაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული