"მიხეილ მესხის" სტადიონის მინდვრის საფარი დაგებულია

AutoSharing Option
"მიხეილ მესხის" სტადიონის მოედნის საფარის დაგება დასრულდა. სტადიონზე კი, სხვა სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრული დატვირთვით გრძელდება - ვაკის არენა სასექტემბრო თამაშებისთვის ემზადება.

ამ ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ დაახლოებით ორ კვირაში, სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესამოწმებლად უეფას წარმომადგენლები ჩამოვლენ, რაც სფფ-მ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს თავად სთხოვა. უეფა გაეცნობა სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს და სფფ-ს რეკომენდაციებს დაუტოვებს, რათა მეოთხე კატეგორიის მისაღებად, თავიდანვე ყველა დეტალი იქნას გათვალისწინებული.

ამასთან, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიას თხოვნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წერილობითი თხოვნით მიმართა
უეფას. ვინაიდან, ეროვნული სტადიონის მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, "ჯვაროსანთა" თავკაცს სურვილი აქვს 2 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვან საშინაო მატჩს ლატვიის წინააღმდეგ, მისმა გუნდმა, სწორედ, "მიხეილ მესხის" ახალ არენაზე უმასპინძლოს.

უეფას თანხმობის შემთხვევაში, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები "მოედნებს გაცვლიან" - 1 სექტემბერს, ოთარ გაბელიას გუნდი "ბორის პაიჭაძეზე" დაუხვდება ესპანელებს; ეროვნული ნაკრები კი, ვაკეში ითამაშებს.

დღეს კი, საღამოს 17:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონზე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბ "ჯვაროსნების" აქციაა დაგეგმილი. გულშემატკივრები სტადიონზე შეიკრიბებიან და სარემონტო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, მოეწყობა მათი ოფიციალური წარდგენა-პრეზენტაცია. ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება ყველა გულშემატკივარს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს, საკუთარი წვლილი შეიტანოს სტადიონის განახლების პროცესში.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული