ამ ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ დაახლოებით ორ კვირაში, სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესამოწმებლად უეფას წარმომადგენლები ჩამოვლენ, რაც სფფ-მ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს თავად სთხოვა. უეფა გაეცნობა სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს და სფფ-ს რეკომენდაციებს დაუტოვებს, რათა მეოთხე კატეგორიის მისაღებად, თავიდანვე ყველა დეტალი იქნას გათვალისწინებული.
ამასთან, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიას თხოვნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წერილობითი თხოვნით მიმართა
უეფას თანხმობის შემთხვევაში, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები "მოედნებს გაცვლიან" - 1 სექტემბერს, ოთარ გაბელიას გუნდი "ბორის პაიჭაძეზე" დაუხვდება ესპანელებს; ეროვნული ნაკრები კი, ვაკეში ითამაშებს.
დღეს კი, საღამოს 17:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონზე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბ "ჯვაროსნების" აქციაა დაგეგმილი. გულშემატკივრები სტადიონზე შეიკრიბებიან და სარემონტო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, მოეწყობა მათი ოფიციალური წარდგენა-პრეზენტაცია. ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება ყველა გულშემატკივარს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს, საკუთარი წვლილი შეიტანოს სტადიონის განახლების პროცესში.
gff.ge