ჩვენს ფედერაციას იმედი აქვს, რომ უეფა მის თხოვნას გაითვალისწინებს და ლატვიელებთან ვაკეში, ჯერაც განახლების რეჟიმში მყოფ სტადიონზე გვათამაშებს, ეროვნული არენის ამბავი კი ცალკე წერილის თემაა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება - ვაკის არენა სასექტემბრო თამაშებისთვის ემზადება. სამუშაოთა პირველი ეტაპი კი 1-ლი სექტემბრისთვის დამთავრდება.
"ადრე ამბობდნენ, ჰა
"მიხეილ მესხზე" მეორე სტადიონის მოწყობაც ძალიან წაგვადგება, რადგან პატარა, კოხტა სტადიონი ჩვენი კლუბებისთვის ზედგამოჭრილი იქნება. სამუშაოთა მეორე ეტაპი 15 სექტემბრიდან დაიწყება და მთავარ არენაზე სკამების გამოცვლის პარალელურად მეორე, სათადარიგო სტადიონისა და მოედნის განახლებასაც შევუდგებით. მესამე ეტაპი 2012 წლის იანვარში დაიგეგმა, მოწესრიგდება ვიპზონები, დაინერგება ახალი სერვისები, დაიწყება სასტუმროებისა და კომერციული ფართების მშენებლობა - რესტორნების, სპორტბარების, კომპლექსური მაღაზიების" - გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
"მიხეილ მესხზე" ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბ "ჯვაროსნების" აქციაც გაიმართა, შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტმა და ფანებმა მემორანდუმი გააფორმეს.
"მემორანდუმის პირობებით, ფედერაცია გულშემატკივრებს დაეხმარება ფინანსური და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. მათი რიგებიდან მოვამზადებთ 25 სტიუარდს, რომლებიც სტადიონზე მოსულ ქომაგებს გაარკვევენ, სად არის კვების ობიექტები, მედპუნქტი, სველი წერტილები. ეს ევროპაში მიღებული წესია და ახალ ტენდენციებს ფეხი უნდა ავუწყოთ.
სხვათა შორის, სტიუარდების მომზადებაში დახმარება უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტს ვთხოვეთ, რათა ამ პროფესიის ათვისების მსურველმა ახალგაზრდებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ ემზადებიან მაღალი რანგის მატჩებისთვის, რა კომერციული სტრუქტურებია სტადიონზე. სასურველია, მოვიზიდოთ განათლებული ადამიანები", - გვითხრა სიჭინავამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"