ქართული გუნდები 6 მილიონით გაძვირდა

AutoSharing Option
ვებგვერდი "ტრანსფერმარკტი" თბილისის "დინამოს" ბასკ ახალწვეულ მიკელ ალვაროს 900 ათას ევროდ აფასებს. ის ყველაზე ძვირადღირებული 2010 წლის აგვისტოს იყო - 1,3 მილიონი ევრო.

"ნუმანსიას" მოთამაშის ჩამოსვლით საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში განლაგება შეიცვალა:

ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
1. ხისკო ("დინამო") 1.000.000
2. მიკელ ალვარო ("დინამო") 900.000
3. ბუბა დაუშვილი ("ზესტაფონი") 550.000
4-5. გიორგი ლორია ("დინამო") 450.000
გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი") 450.000
6-7. ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი") 400.000
როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი") 400.000

ალვაროს ჩამოსვლა იმას ნიშნავს, რომ თბილისის "დინამოს" მოთამაშეთა ჯამურმა
ფასმა ბოლო წლებში პირველად გადააჭარბა 7 მილიონ ევროს (7,125 მილიონი) და უახლოეს "მდევარ" "ზესტაფონს" მნიშვნელოვნად გაუსწრო - იმერელთა მოთამაშეების საერთო ფასად "ტრანსფერმარკტი" 5.675.000 ევროს ასახელებს.

ქართული კლუბების მოთამაშეთა ჯამური ფასი კი ასე გამოიყურება:

კლუბი მ.რ. ს.ა. გ.ს.ფ. ს.ფ
"დინამო" 26 25.3 7.125.000 239.423
"ზესტაფონი" 25 24.5 5.675.000 227.000
"მეტალურგი" 24 25.0 3.500.000 145.833
"ტორპედო" 26 26.2 2.550.000 98.077
"გაგრა" 22 23.2 2.250.000 102.273
"სპარტაკი" 20 23.0 1.575.000 78.750
"ვიტ ჯორჯია" 27 21.8 1.500.000 55.556
"კოლხეთი 1913" 24 23.7 925.000 38.542
"ბაია" 22 21.6 900.000 40.909
"დილა" 21 26.5 760.000 36.190
"სიონი" 24 24.7 600.000 25.000
"მერანი" 21 24.2 550.000 26.190

სულ 27.910.000
მოთამაშეთა საშუალო ღირებულება 95.780

* თანხები მოცემულია ევროში
* მ.რ. - მოთამაშეთა რაოდენობა, ს.ა. - საშუალო ასაკი; გ.ს.ფ. - გუნდის საერთო ფასი; ფ.ს.ფ. - ფეხბურთელთა საშუალო ფასი.


აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ თვეში ქართველი ფეხბურთელების საშუალო ფასი გაიზარდა. თუ გასული სეზონის ბოლოს "ტრანსფერმარკტი" ჩვენებურებს 91.064 ევროდ აფასებდა, ახლა 95.780 ევროა. ივნისის დასაწყისში ქართული კლუბების მოთამაშეთა ჯამური ფასი 21.400.000 ევრო იყო, ახლა - 27.910.000 ევროა, მილიონზე მეტად 6 გუნდი ფასობდა, ახლა კი - 7.

თუ გასული სეზონის ბოლოს საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლეგიონერთა რაოდენობა მოთამაშეთა საერთო რაოდენობის 3,0 პროცენტს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 5,0 პროცენტამდე გაიზარდა. საქართველოს უმაღლესი ლიგა გუნდების ჯამური ფასით ევროპაში 37-ე ადგილზე იყო, ახლა კი 33-ეზეა.

ბოლოს კი გავეცნოთ გუნდებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას:
"დინამო"
ხისკო - 1.000.000
მიკელე ალვარო - 900.000
გიორგი ლორია - 450.000

"ზესტაფონი"
ბუბა დაუშვილი - 550.000
გიორგი ხიდეშელი - 450.000
ნიკა გელაშვილი, როინ კვასხვაძე - 400.000

"მეტალურგი"
ირაკლი მოდებაძე - 350.000
ლექსო კვახაძე, რევაზ გეწაძე - 325.000

"ტორპედო"
გიორგი სეთურიძე, თენგიზ ჩიკვილაძე - 250.000
ვახტანგ კვარაცხელია - 175.000

"ვიტ ჯორჯია"
ბესიკ ჩიმაკაძე, გურამ გურეშიძე - 125.000
არდალიონ მიქაბერიძე, გიორგი კორიფაძე - 100.000

"სპარტაკი"
გიორგი ციმაკურიძე, გია კვარაცხელია - 250.000
კობა შალამბერიძე - 125.000

"სიონი"
ვილი ისიანი, გიორგი თარგამაძე - 50.000

"ბაია"
ნიკა აფაქიძე - 125.000
ლუკა გუგუჩია - 100.000
ზვიად სიხარულია, გურამ სამუშია - 75.000

"კოლხეთი-1913"
გიორგი ცხადაია - 100.000
ლაშა გვალია, ლაშა ქებაძე, დავით მეგრელიშვილი - 75.000

"გაგრა"
ოვონიკოკო სეუნი აბაიომო - 275.000
გიორგი გაბედავა - 225.000
ნიკა ჯიშკარიანი - 200.000

"მერანი"
თორნიკე კაკუშაძე - 75.000

"დილა"
ვალტერ ხორგუაშვილი, პავლე ხორგუაშვილი, დავით რაჟამაშვილი, გია თოდუა - 75.000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული