"დიახ, გუნდში აღარ ვმუშაობ, დღეს განთავისუფლების განცხადება დავწერე და წამოვედი" - გვითხრა მაისურაძემ.
რა დასამალია, სამწვრთნელო ლიცენზიის უქონელი მაისურაძის "მეტალურგში" დანიშვნამ ბევრი კითხვა გააჩინა, მაგრამ რუსთაველებმა ევროპის ლიგაზე ორი პრინციპული მეტოქე (სომხური "ბანანცი" და ყაზახური "ირტიში") დაამარცხეს, რაც, ვფიქრობ, გამოცდილი მწვრთნელისთვისაც მშვენიერ შედეგად ჩაითვლებოდა - ფრანგულ "რენთან" ქართული გუნდის
პატარკაციშვილის ოჯახმა საფეხბურთო პროექტის ხელმძღვანელად მათთვის სანდო პიროვნება, თბილისის "დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე დანიშნა - ოჯახი მის კვლიფიკაციასა და ერთგულებაში დარწმუნებულია.
და კიდევ - "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კობა ჟორჟიკაშვილი, რომლის ხელშიც არაერთი ნიჭიერი მოთამაშე გაიზრდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტანდემი ერთად თამაშობდა ვაჟა ჩხაიძის "მრეტებში" და ბევრი რამ აქვთ საერთო.
9 აგვისტოს ბუბა ტყავაძეს ინტერვიუ ჩამოვართვით, მან ცვლილებები დაადასტურა.
- მართალია, რომ "მეტალურგის" მმართველად დაინიშნეთ?
- ჯერ ოფიციალურად არ დავნიშნულვარ, მაგრამ რადგან თორნიკე მაისურაძე დირექტორი აღარ არის, კლუბს მართვა სჭირდებოდა და...
- კლუბის მმართველი დირექტორი იქნებით?
- წოდებას რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, კლუბის მართვა მანდეს.
- შევიტყვეთ, რომ მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილი იმუშავებს.
- დიახ, "მეტალურგს" კობა გაწვრთნის, გუნდის წევრებს კი ხვალ გავესაუბრებით.
- კომბინატის ახალი მეპატრონე კლუბის დაფინანსებას ხომ არ შეამცირებს?
- აჯობებს, ასეთ დეტალებზე საწარმოს ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ. მეტალურგიულისა და კლუბის ხელმძღვანელები მედიას შევხვდებით და გეგმებსა და მიზნებზე ვესაუბრებით. მაგრამ ის კი შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ კომბინატის მეპატრონეთა სურვილია, გაიზარდოს დაფინანსება და რუსთავში უფრო ამბიციური კლუბი ჩამოყალიბდეს.
- კლუბის ხელმღვანელობაში ცვლილებები შემადგენლობაზეც ხომ არ აისახება?
- რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ჩემპიონატი უკვე დაწყებულია, ყველა გუნდი დაკომპლექტებულია, ფეხბურთელები გადანაწილდნენ და კარგი თავისუფალი მოთამაშის დამატება ძნელია. ცუდები ისედაც არ გვყავს, მაგრამ ეტაპობრივად მეტი მაღალი დონის მოთამაშის დამატება და უფრო ამბიციური გუნდის ჩამოყალიბება გვსურს. თუ ახლა ასეთი ფეხბურთელი მოვნახეთ, სიამოვნებით დავიმატებთ.
- დაბოლოს: გუნდს ისევ არქაული "მეტალურგი" ერქმევა?
- სახელი უკეთესის სურვილს აჩენს, თუმცა მთავარია, გუნდმა სახელზე უფრო ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"