შოკი: გია გეგუჩაძე გადადგაო!

AutoSharing Option
ზეგ, 18 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უეფას ევროპის ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების პლეი ოფის პირველი მატჩი "ზესტაფონი" ბელგიურ "ბრიუგეს" მიიღებს.

ასეთ მნიშვნელოვანი შეხვედრამდე სამი დღით ადრე, გუშინ საღამოს ინტერნეტფორუმებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გეგუჩაძემ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გადადგა.

ეჭვები ჯერ კიდევ "შტურმთან" წაგების შემდეგ მისმა ავადმყოფობამ გამოიწვია, მაგრამ ბატონი გია გუნდს დაუბრუნდა და ყველაფერი ჩვეულებრივი რეჟიმით გრძელდებოდა. თუმცა, გუშინ მოხდა მოულოდნელი რამ - როდესაც "ზესტაფონის" ფეხბურთელები მშობლიურ არენაზე შეიკრიბნენ, ვარჯიშს გეგუჩაძის თამაშემწე გია ჭიაბრიშვილი გაუძღვა, მთავარი მწვრთნელი
კი არ ჩანდა.

ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ კლუბიდან შევიტყვეთ, რომ თითქმის ყველა შეეგუა გეგუჩაძის წასვლას, მაგრამ ეს ამბავი ოფიციალურად არ დასტურდება. ასე რომ, უცნობია, "ბრიუგესთან" გუნდს ვინ მოამზადებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება კლუბის ინტერესებისთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

კიდევ ერთი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ბუბა დაუშვილს უკავშირდება - მან "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა და დუბლებში გადაიყვანესო.

ცხადია, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელს კარიერის უცხოეთში გაგრძელების ამბიცია გაუჩნდა. ამიტომაც გააფორმა კონტრაქტი საგანგებოდ მასთან თბილისში შესახვედრად ჩამოსულ დალიბორ ლასინასთან. ცნობილ ჩეხი მენეჯერი ბევრი სახელიანი ფეხბურთელის აგენტია - ანდრეა ბარძალის, ტომაშ უიფალუშის, დრიჟდალ ფრანტიშეკის, ბონი ვინფრიდის, ჯონ ჰეიტინგას...

მოკლედ, დაუშვილმა "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვა - ხელშეკრულება კი ზამთარში უმთავრდება. რაც შეეხება მის დუბლებში გადაყვანას, მსგავს "განსაწმენდელს" "ზესტაფონში" ადრე მიმართავდნენ და ფეხბურთელებს კონტრაქტის გაფორმების სურვილი უჩნდებოდათ. მაგრამ წასვლის მსურველი ფეხბურთელის ამგვარად გაჩერებას, გვჯერა, "ზესტაფონში" აღარ აპირებენ.

ფაქტია, რომ გუშინ დაუშვილმა ძირითად გუნდში ივარჯიშა, ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ "ბრიუგესთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გუნდი მომზადებული და მობილიზებული დახვდება და თითოეული ჩვენგანისთვის სასურველ შედგეს მიაღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
აქ თბილისელობა რაიონლობა და სოფლელობა არაფერ შუაშია ,ფეხბურთი მოედანზე ომია,მე დინამოს ქომაგი ვარ და მოედანზე და სტადიონზე ყველა ჩემი მოწინააღმდეგე ჩემი მტერია(პირადულში მათ შეიზლება დიდ პატივსაც ვცემდე)
ჩემი მტრის მთავარსარდლის გაშვება თუ გაგდება ჩემთვის დიდი სიხარულია(პიროვნულად შეიძლება ვუთანაგრძო)
ასე რომ თქვენ თუ ქომაგობა არ იცით სპორტისგან შორს ხართ წადით ბიძიკო ნიჭიერს უყურეთ და ბათუმის ახალ ოპერაში სეზონური ბილეთი შეიძინეთ
ყველა გუნდმა თუ გაიმარჯვა და წარმატებას მიაღწია რის ასპარეზობაა თუ გესმით რამე?!
evropeli
12:54 17-08-2011
0
არ შეიძლება გეგუჩაძის გუნდიდან გაშვება!.. გაიღვიძე ზესტაფონო...თქვენი გუნდის დასამარება განუზრახავთ ვიღაცეებს, ნუთუ ხმა არ უნდა ამოიღოთ?...ბატონ კოკაიას სახლი არ იცით?მოუწყეთ "მშვიდობიანი აქცია"...ღუპავს გუნდს...და კიდევ, არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ზოგიერთი ვაი თბილისელის,ან თუნდაც ქუტაისელის(ყოველ შემთხვევაში არა ზესტაფონელის) კომენტარი...მრცხვენია მათ ნაცვლად,გული მტკივა,ერთი ის მაიმედებს, რომ მსგავსი ვაითბილისელები უმცირესობაში არიან(იმედია)...ასეთ ხალხს არათუ თბილისელობის,ქართველობაზე პრეტენზიის უფლებაც არა აქვთ ...ისე კი თბილისში თბილისელის პოვნა საკმად რთულია დღეს,დიდ სოფლად გადაიქცა ქალაქი,რომელიც თითქოს გალამაზდა, მაგრამ თბილისის სილამაზე სწორედ თბილისელი იყო ერთ დროს:(((
oldcoyot
19:19 16-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული