"დილამ" ნახევარფინალში "გაბალა" დაამარცხა (3:1), ტურნირის გამარჯვებული კი "ქიაფაზის" ძლევით (1:0) გახდა.
ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი ”დილას" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ის რომელიც "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა, ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ყოფილმა კაპიტანმა ტონი ადამსმა დააჯილდოვა.
ახლა მთავარზე: ტურნირის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული
”აზერბაიჯანელები მართლაც დაინტერესდნენ, მაგრამ ტურნირზე გამგზავრებამდე ”დილასთან" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და გუნდი უფასოდ არ გამიშვებდა. როგორც ვხვდები, კლუბები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მიხარია, მშობლიური ქალაქის კლუბში რომ ვთამაშობ", - გვითხრა რაჟამაშვილმა.
გორელთა უარი არც არის გასაკვირი - რაჟამაშვილის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, გორელებმა გადათამაშებაში მისი დუბლით დაამარცხეს ”სამტრედია" (2:0) და მოიპოვეს უმაღლესის საგზური. ცხადია, სახელდახელოდ შეკოწიწებული შემადგენლობიდან ასეთი მოთამაშის გაშვება ”დილას" დაასუსტებდა. ისედაც, გამართლებული არ იქნებოდა საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშის აზერბაიჯანში გაშვება.
საქართველოს ჩემპიონატი განახლდა, რაჟამაშვილმა კი ორივე შეხვედრა ჩაატარა. იმის მიუხედავად, რომ ”დილამ" ქულაც ვერ მოიპოვა და გულშემატკივარი ჯერ კარგად არ იცნობს, ყველა აღნიშნავს - გორელთა ახალგაზრდა ფეხბურთელი ინდივიდუალური და ტექნიკური არსენალით ეროვნული ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
”სამწუხაროა, რომ ორ ტურში ერთი ქულაც ვერ მოვიპოვეთ, არადა, ორივეს მოგება შეგვეძლო. ცუდი სტარტის მიუხედავად, მე მომწონს ის ფეხბურთი, რასაც გია ცეცაძე ”დილას" ათამაშებს. ის გვთხოვს ერთი შეხებით, სწრაფ და აგრესიულ თამაშს. სამწუხაროდ, ჯერ არ გვიმართლებს, მაგრამ სულ ასე არ გაგარძელდება, ადრე თუ გვიან შედეგი გვექნება. დარწმუნებულიც ვარ, ხუთეულისთვის ბრძოლა შეგვიძლია, რადგან ”დილაში" საინტერესო მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც სტადიონზე მაყურებლის მოზიდვა შეუძლიათ" - ამბობს ”დილას" ერთ-ერთი ლიდერი.
ცოტა უცნაურია, რომ ამ თვალშისაცემი ნიჭის მოთამაშეს არც ერთ ასააკობრივ ნაკრებში უთამაშია: "არათუ არ მითამაშია, ნაკრების შეკრებაზეც არასოდეს ვყოფილვარ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ გორის ”დილას" უამღლესში გუნდი არ ჰყავდა და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. სხვათა შორის, ”დილამდე" ცხინვალის ”სპარტაკის" დუბლებში მეორე ლიგაში ვთამაშობდი. მერე ჩემი ქალაქის გუნდი პირველ ლიგაში გადავიდა და მეც იქ ვამჯობინე თამაში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"