არის რეკორდი: ქართული კლუბების ჯამური კოეფიციენტი ევროთასებზე 2,750-ია!

AutoSharing Option
ევროტურნირების მსვლელობისას სისტემატურად გაწვდიდით ინფორმაციებს ქართული კლუბების მონაგარის შესახებ და მათ მიერ მოპოვებულ კოეფიციენტებსაც ვაჯამებდით. ალბათ, გახსოვთ, საქართველო ახლოს იყო 2004 წლის შედეგის გაუმჯობესებასთან. მაშინ თბილისის "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა და დიდწილად სწორედ გია გეგუჩაძის დამსახურება იყო, ქართული კლუბების ჯამურმა მონაგარმა 2,666 ქულა რომ შეადგინა.

"ზესტაფონის" გუშინწინდელმა ფრემ "ბრიუგესთან" კი ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა - ქართული კლუბების წლევანდელი ჯამური კოეფიციენტი უკვე 2,750-ია! იმედია, არც ამაზე შევჩერდებით და "ზესტაფონი" და "დინამო" წარმატებებს კიდევ მიაღწევენ. ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში ქულების რაოდენობა მკვეთრად
გაიზრდება, რაც უახლოეს წლებში ქართული კლუბების უკეთესი საევროთასო გზის გარანტია იქნება.

სარეიტინგო ქულებთან ერთად ჯგუფურ ეტაპზე შეღწევა ფულის შოვნის შესანიშნავი საშუალებაცაა. მხოლოდ ჯგუფში შესვლა კლუბის სალაროს მილიონი ევროთი ავსებს, იქ მატჩის მოგება 140 ათას ევროდ ფასობს, ფრე კი 70 ათასად.

ღმერთმა ქნას, იქამდე ერთმა ქართულმა კლუბმა მაინც მიაღწიოს და ქულებისა და შემოსავლების შესახებ უფრო ვრცლად წერის მიზეზი მოგვეცეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხ დინამოს ფრეც დაამატებდა პატარასაც! (((
geosochi
23:52 20-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული