"ძალიან ძნელი მეტოქე გვერგო, ათენის სტადიონზე თამაში კი დაძაბულობას აორმაგებდა. ვფიქრობ, ღირსეულად ვითამაშეთ, თუმცა დასანანი გოლი გავუშვით. აეკ-ზე ნაკლები გუნდი არ ვართ და ამ ბარიერის გადალახვა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეუძლებელი არ არის.
ბევრი იქნება დამოკიდებული გულშემატკივრებზე. 25 აგვისტოს ისეთი შეხვედრა გველის, წარმოუდგენელია, მაყურებელი არ მოვიდეს. ჩვენ მათი იმედი გვაქვს.
ორშაბათიდან მაყურებლის მოსაზიდად ბევრ აქციას ვგეგმავთ, ჩვენს ქომაგებს კი მოვუწოდებთ, რომ
გუშინ ქუთაისში "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრა არ გამართულა - მესამე ტურის მთავარი მატჩი გასაგებ მიზეზთა გამო გადაიდო: ხუთშაბათს "დინამომ" ათენში ითამაშა აეკ-თან, თბილისში პარასკევს დაბრუნდა და გუნდს პრინციპულ მეტოქესთან მოსამზადებლად ერთი დღე რჩებოდა.
პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ფედერაციამ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო: "ათენში ურთულესი შეხვედრა გავმართეთ. ბერძნები უხეშობდნენ და რამდენიმე მოთამაშე დაგვიშავდა, თან ბიჭებს ძალების აღდგენა სჭირდებოდათ და მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და ქუთაისის "ტორპედოს", ჩვენი მდგომარეობა რომ გაითვალისწინეს. ეს ჩვენთვის დიდი თანადგომაა.
ევროთასებზე მოასპარეზე "ზესტაფონიც" მსგავს მდგომარეობაშია და ჩემპიონატის მატჩი გორის "დილასთან" მასაც გადაუდეს. ცხადია, ესეც ლოგიკურია და ქართული ფეხბურთის ინტერესებს ემსახურება, რადგან ორივეს გასვლა გვსურს, რაც სასიკეთოდ აისახება ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეიტინგზე".
თუმცა ჯერ უცნობია, გადაიდება თუ არა 28 აგვისტოს თბილისური მატჩი "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის. 25 აგვისტოს ორივეს ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრა აქვს სათამაშო, "დინამო" ეროვნულ სტადიონზე აეკ-ს უმასპინძლებს, "ზესტაფონი" კი ბელგიაში "ბრიუგეს" დაუპირისპირდება, ანუ კვლავ მსგავსი სიტუაცია იქმნება - თუ "დინამოს" ორდღიანი დასვენების საშუალება ექნება, "ზესტაფონს" მხოლოდ ერთი დღე რჩება
"ერთი დღით მეტი დასვენება ჩვენ გვანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ამით სარგებლობა არ გვსურს. მჯერა, ფედერაცია ამჯერადაც გაითვალისწინებს ქართული კლუბების ინტერესებს, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გადადებს და მოთამაშეები კარგ საფარზე, სათანადო ფიზიკური და მორალური კონდიციებით ითამაშებენ", - ამბობს პოლოლიკაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"