პოლ კესანის "ზესტაფონში" დაბრუნება მოუნდა

AutoSharing Option
უცნაური ამბავია - 29 წლის გაბონელ პოლ კესანის საქართველოში, კერძოდ კი, "ზესტაფონში" დაბრუნება სურს. ეს მოულოდნელი ამბავი კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გაგვიმხილა.

გაბონის ნაკრების კაპიტანი (35 მატჩი) საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში 2007-08 წლების სეზონში გამოდიოდა, 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ჩვენებურ ქომაგს თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა.

თუმცა შემდეგ უმადურობითაც გამოირჩა - "ზესტაფონს" ფიფაში რასიზმის ბრალდებით უჩივლა. ფიფამაც მისი მხარე დაიჭირა და არა "ზესტაფონის", რომლის თავკაცსაც დღემდე ვერ გაუგია, თუ გაბონელს წასვლა უნდოდა, რა შუაში იყო რასიზმი?

აფრიკელი ფეხბურთელი ხასიათით შაქ
არი არ იყო, ქართული უწმაწურობებიც კარგად ისწავლა და თანაგუნდელებს ჭირვეულობისას ხშირად აგონებდა ვერმოსათმენს. ამან არაერთი კონფლიქტური სიტუაცია შექმნა, ერთი ასეთი კი მისი გალახვითაც დასრულდა. კესანის ჭკუაზე მოსაყვანი შემოლაწუნება რასიზმად მოეჩვენა და გაუვიდა კიდეც.

სხვათა შორის, აფრიკელებმა რასიზმის მოტივით კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნა კარგად აპრობირებულ მეთოდად აქციეს და ფიფაშიც მიხვდნენ, რომ ბევრი მათგანი უსაფუძვლო პრეტენზიას აყენებს. თბილისში ყოფნისას ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კოკაიას პირობა მისცა, რომ ვითარებას გაარკვევდა და იმის გამო, რომ კესანის უცხოეთში წასვლა სურდა, ფიფა კონტრაქტის დარღვევის უფლებას არ მისცემდა.

თუმცა მალევე ფიფას მოთამაშეთა სტატუსისა და ტრანსფერების კომიტეტმა პოლ კესანის ებრაულ "ჰაპოელში" ტრანსფერის ნება დართო, ქართულ კლუბთან ხელშეკრულება კი ბათილად სცნო.

2009 წლიდან კესანი საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ "ისტრში" გამოდიოდა, ეტყობა, იქ დამკვიდრება გაუჭირდა და ევროთასებზე გასულ "ზესტაფონში" დაბრუნება ამიტომ მოისურვა. თუმცა "ზესტაფონის" პრეზიდენტი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და არც გაემტყუნება - ასეთ მოთამაშეს ვერ ენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული