"დინამომ" "ჰიუნდაისთან" ხელშეკრულება დადო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" პრეზიდენტმა დავით გიორგობიანმა ხელი მოაწერეს სამწლიან ხელშეკრულებას,რომლის მიხედვითაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანის სპონსორი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მთავარი ძალა - სამხრეთ-კორეული "ჰიუნდაი" გახდა!

ეს არის უნიკალური კონტრაქტი ქართული ფეხბურთის ასწლოვანი ისტორიის მანძილზე.

ზურაბ პოლოლიკაშვილი
: გვიხარია, რომ კონტრაქტს ვაფორმებთ ფეხბურთის გვერდში მდგომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან. შარშან, სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატი მთლიანად "ჰიუნდაის" პატრონაჟით ჩატარდა.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ "ჰიუნდაი" დინამოს სპონსორი ხდება. კომპანიის მხრიდან ეს სარისკო გადაწყვეტილება იყო, ვინდაიდან ჩვენი კლუბი
ჩამოყალიბების პროცესშია. მსურს, მადლობა გადავუხადო კომპანიის მფლობელებს და პრეზიდენტს.

ერთობლივად ბევრი აქცია გვაქვს ჩაფიქრებული. ის ადამიანი, ვინც "დინამოს" გულშემატკივარი იქნება, "ჰიუნდაისაც" უგულშემატკივრებს. კომპანია მათ ძალიან საინტერესო ფასდაკლებებს და ბონუსებს შესთავაზებს.

დავით გიორგობიანი
: ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია ისეთ კლუბთან თანამშრომლობა, როგორიც "დინამოა". ვფიქრობ, ჩვენს ურთიერთობას კარგი პერსპექტივა აქვს და სწორედ აქეთ მივდივართ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული