"მიხეილ მესხის" სტადიონი უეფას რეკომენდაციების მოლოდინშია

AutoSharing Option
24 აგვისტოს, უეფას სტადიონებისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი - ტრიგვე ბორნო და უეფას ადმინისტრაციის წარმომადგენელი - დავით პეტრიაშვილი "მიხეილ მესხის" სტადიონს ეწვივნენ და სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ეს სამუშაო ვიზიტი, სავარაუდოდ, ძალზე მნიშვნელოვანი უნდა აღმოჩნდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, ვინაიდან, ძალიან მალე, მიღებული რჩევებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, "მიხეილ მესხის" განახლებულ არენას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან ოთხი ვარსკვლავის მიღების შანსი აქვს.

ტრიგვე ბორნო, თითქმის ორი საათის განმავლობაში დიდი ყურადღებით ეცნობოდა სტადიონზე მიმდინარე და უკვე დასრულებულ სამუშაოებს. სტუმარმა დაწვრილებით გამოიკითხა ყველაფერი, თითოეული დეტალი და
წვრილმანი. ბორნოს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, აღნიშნა, რომ სამუშაოები ძალზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად იცავს უეფას მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.

ახლა, ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კიდევ წინაა - ბორნო და დავით პეტრიაშვილი რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. რეკომენდაციები კი, ორი სახის იქნება. პირველი - რა უნდა გააკეთოს სფფ-მ, რომ 2 სექტემბრის ევროშესარჩევი მატჩის სათანადოდ მასპინძლობა შეძლოს "მიხეილ მესხზე" და მეორე - ზოგადად, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტადიონმა ოთხი ვარსკვლავი უპრობლემოდ მიიღოს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული