"დინამოს" ახალი ლოგო სამზეოზე

AutoSharing Option
"ლელოს" არქივში დროდადრო არაერთ საინტერესო მასალას წავაწყდებით ხოლმე. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი გაზეთის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა, ცნობილ მხატვარ ვახტანგ რურუას ეთხოვა შეესრულებინა თბილისის "დინამოს" საფეხბურთო კლუბის ემბლემის ახალი ვარიანტი ტრადიციულ ფერში და ქართული აქცენტით.

მხატვარმა თხოვნა შეასრულა, მაგრამ მაშინ გუნდისთვის სახელის გადარქმევის გამო "დინამოს" ახალი ლოგო რედაქციის არქივში შემორჩა.

და აი, ახლა მხატვრის იმ ნამუშევრის დედანი გულშემატკივრებისა და, რა თქმა უნდა, "დინამოს" დღევანდელი ხელმძღვანელების წინაშეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული