"დინამოს" სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღეს დაიწყება

AutoSharing Option
დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიასა და "დინამოს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც გულისხმობს კლუბისთვის სტადიონის 49 წლით გადაცემას.

დაგეგმილია ახალი საფარისა და სტადიონის განათების გამოცვლა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს, "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ ხელშეკრულება გააფორმეს.

gladiators.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა ყველა გუნდი ლოკომოტივს მიაწყდება და იმას გადათხრიან. ამასობაში დინამოს შეაკეთებენ. მერე გადათხრილ ლოკომოტივს დაკეტავენ და ისევ დინამოზე გადმობარგდებიან და ა.შ. პინგ-პონგივით.
იქნებ ვისწავლოთ როგორ აკეთებენ სწრაფად ევროპელები საფარს რომ აქეთ-იქით ხეტიალი არ სჭირდებოდეთ ჩვენს გუნდებს?
უძლევი
08:09 30-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული