მართლაც კურიოზია: ქვეყნის მთავარი არენის მინდორი გასაკვირად უხარისხოც იყო და იმდენად "ნაზიც", რომ ხანგრძლივი "შესვენება" უყვარდა და მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ შეიძლებოდა მისი დატვირთვა. არადა, ეროვნული სტადიონია, ნაკრებებისა და თბილისის "დინამოს" გარდა, სხვა კლუბებსა და მორაგბეებსაც ემსახურებოდა და
ზაფხულში ჭირმა თავი ვეღარ დამალა და, როგორც მოედნის მოვლაზე პასუხისმგებელმა დავით ენდელაძემ გვითხრა, საფარიც დალპა და ნიადაგიც, იქ თამაში კი შეუძლებელი გახდა, რაც ტრიბუნიდანაც თვალნათლივ ჩანდა.
28 აგვისტოს თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" შეხვედრის შემდეგ სტადიონი დაიხურა, გუშინ კი ბალახის საფრის აყრა დაიწყეს და ოთხ დღეში სრულად გაასუფთავებენ. საფრის დასაგებად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები, სავარაუდოდ, 18-19 სექტემბრამდე დასრულდება, საფრის დაგებას კი სამი-ოთხი დღეც ეყოფა, მაგრამ ნიადაგთან "შესახორცებლად" 20 დღე მაინც დასჭირდება.
ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რა ჯიშისა და შემადგენლობის ბალახი უნდა დააგონ - მთავარი მოთხოვნა ისაა, ჩვენს კლიმატურ ზონას შეეფერებოდეს.
საფრის გარდა, "ბორის პაიჭაძზე" მოძველდა განათების სისტემაც, რომელიც ხშირად ქრებოდა - "დინამოს" თავკაცებს მისი შეცვლაც აქვთ დაგეგმილი.
მთავარი ამოცანაა, ახალი მოედანი და განათება 11 ოქტომბრისთვის იყოს მზად, ამ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში საბერძენეთს უმასპინძლებს.
ამ პერიოდში თბილისის "დინამო" "მიხეილ მესხზე" გადაინაცვლებს და ნაქირავებ სტადიონზე მხოლოდ 25 სექტემბერს ითამაშებს - მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს, 16 ოქტომბერს კი, წესით, რუსთავის "მეტალურგს" განახლებულ სტადიონზე უნდა დაუხვდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"