"დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი ჯემალ ზეინკლიშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
"ოქროს ბიჭების" თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელი დააკლდა ქართულ ფეხბურთს.

74 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული მცველი, 1964 წლის ოქროს მედლის მფლობელი ჯემალ ზეინკლიშვილი.

ზეინკლიშვილი "დინამოში" შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა (1959-1966) და გუნდთან ერთად ერთხელ ოქროს, ხოლო 2-ჯერ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 1964 წელს "33 საუკეთესო" ფეხბურთელის სიაშიც მოხვდა.

მან კარიერა "ბორჯომში" დაიწყო და დღეს, ბორჯომის სტადიონი სწორედ მის სახელს ატარებს.

gladiators.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი გუნდის დიდი ფეხბურთელი, ჩვენი ,,სვისტუნი", ჩვენი ზეინკალა. ღმერთმა აცხონოს მისი პატიოსანი სული. სირცხვილი ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს დემოკრატიულ, მართლაც, ახალ საქართველოს! მას არაფერი აქვს საერთო არც სერგო კოტრიკაძესთან, არც ჯემალ ზეინკლიშვილთან.
ზურაბი
00:39 29-10-2011
0
ეს იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი. მისი მოტყუება თითქმის შეუძლებელი იყო. ჩვენი ,,სვისტუნი",დიდი გუნდის დიდი წევრი. სირცხვილი ჩვენს ტელევიზიას! სირცხვილი დემოკრატიულ საქართველოს. მას არაფერი აქვს საერთო სერგო კოტრიკაძესთან და ჯემალ ზეინკლიშვილთან.
ზურაბი
00:31 29-10-2011
0

სიახლეები პოპულარული