"დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი ჯემალ ზეინკლიშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
"ოქროს ბიჭების" თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელი დააკლდა ქართულ ფეხბურთს.

74 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული მცველი, 1964 წლის ოქროს მედლის მფლობელი ჯემალ ზეინკლიშვილი.

ზეინკლიშვილი "დინამოში" შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა (1959-1966) და გუნდთან ერთად ერთხელ ოქროს, ხოლო 2-ჯერ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 1964 წელს "33 საუკეთესო" ფეხბურთელის სიაშიც მოხვდა.

მან კარიერა "ბორჯომში" დაიწყო და დღეს, ბორჯომის სტადიონი სწორედ მის სახელს ატარებს.

gladiators.ge