როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განუცხადა, დემეტრაძე არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება. მისივე თქმით, მსჯავრდებულს რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ აძლევენ იმ ბარათის გამოყენების შესაძლებლობას, რომლითაც ციხის მაღაზიაში საკვებისა და პირადი ჰიგიენის საგნების ყიდვა შეუძლია.
"უკვე სამი კვირაა, დემეტრაძის ბარათი დაწესებულების თანამშრომლებს არ მიაქვთ, რომ ნივთები უყიდონ, რაც მას სჭირდება. ბარათი დემეტრაძეს აქვს და მასზე თანხაც არის ჩარიცხული. პატიმრები ყველა ჰიგიენურ საშუალებას ბარათით ყიდულობენ, ასევე - საკვებსაც.
გიორგი დემეტრაძეს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა დააკისრა.
ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ე.წ. მაზავშიკებთან მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს. მოგებული თანხების ამოღებასა და გადანაწილებაში "მოგებულებს" ქურდული ტრადიციების მიმდევრები, ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი ეხმარებოდნენ.
სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
"ინტერპრესნიუსი"