დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება

AutoSharing Option
გიორგი დემეტრაძის ადვოკატი სასჯელაღსრულების რუსთავის #6 დაწესებულების ხელმძღვანელობას პატიმრის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განუცხადა, დემეტრაძე არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება. მისივე თქმით, მსჯავრდებულს რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ აძლევენ იმ ბარათის გამოყენების შესაძლებლობას, რომლითაც ციხის მაღაზიაში საკვებისა და პირადი ჰიგიენის საგნების ყიდვა შეუძლია.

"უკვე სამი კვირაა, დემეტრაძის ბარათი დაწესებულების თანამშრომლებს არ მიაქვთ, რომ ნივთები უყიდონ, რაც მას სჭირდება. ბარათი დემეტრაძეს აქვს და მასზე თანხაც არის ჩარიცხული. პატიმრები ყველა ჰიგიენურ საშუალებას ბარათით ყიდულობენ, ასევე - საკვებსაც.
თუმცა, ციხის საკვებს დემეტრაძე ვერ ჭამს, მოიწამლა კიდეც. ამჟამად იგი მხოლოდ წვენზე და ხილზეა", - განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც მიმართეს, თუმცა მათი თხოვნა დღემდე რეაგირების გარეშეა.

გიორგი დემეტრაძეს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა დააკისრა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ე.წ. მაზავშიკებთან მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს. მოგებული თანხების ამოღებასა და გადანაწილებაში "მოგებულებს" ქურდული ტრადიციების მიმდევრები, ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი ეხმარებოდნენ.

სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დათო, შენ მთვარიდან ჩამოვარდი, თუ თავადაც ამ ვითომსასამართლოს თანამშრომელი ხარ? ან გაერკვიე ამ კონკრეტულ საქმეში მაინც, ან იმაზე ილაპარაკე, რაც გესმის.უთავმოყვარეო დაუძახე მამაშენს შენი გაკეთებისთვის.
deme
11:18 03-09-2011
0
კაცს რო აწამებენ და ვიგჰატსას მისტვის სოლიდარობის გამოხატვა უთავმოყვარეობა ჰგონია, ის ვიღაცა კია ღირსი, რო დედა შეუკურთხოს კაცმა.
fergana
11:24 03-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული