გიორგი ჭიაბრიშვილი "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის რაუნდის ბელგიურ "ბრიუგესთან" თბილისში 18 აგვისტოს გამართულ მატჩამდე ორი დღით ადრე, საკუთარი სურვილის საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარმა მწრვთნელმა გიორგი გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა.

ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ჭიაბრიშვილი მოგვევლინა ახალგაზრდა სპეციალისტი მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ შეუშინდა და ძალიან რთულ ვითარებაში გუნდს ღირსეულად გაუძღვა.

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჭიაბრიშვილი ბოლო სამი წელი წარმატებით მუშაობდა ზემოიმერულ კლუბში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ყოფილი დამრიგებლის ასისტენტის თანამდებობაზე.

2011 წლის 1 სექტემბრიდან კი
გიორგი ჭიაბრიშვილი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იმუშავებს. გუნდს ახალი დამრიგებელი გუშინ საღამოს წარუდგინეს.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზესტაფონმა ჯერ სტადიონი ააშენოს; ევროტურნირებისთვის რომ მზად იყოს. მერე შეიძლება უფრო ავტორიტეტული მწვრთნელის მოყვანაც. ამასობაში ჭიაბრიშვილს "გამოსაცდელი" ვადა ექნება ;)
უძლევი
03:12 05-09-2011
0
danishnavt aset mzvrtnelebs da mere gikvirt ratom verapers vshvebit,sad naxulobt sad edzept
zaza
16:55 02-09-2011
0

სიახლეები პოპულარული