"დინამომ" დუბლებს 4:1 აჯობა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, სანაკრებო პაუზისას გუნდი მხოლოდ ვარჯიშით არ შემოფარგლულა და საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე დუბლიორებთან ტესტმატჩი გამართა.

"გუნდებმა ორი 35-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, პირველმა გუნდმა 4:1 გაიმარჯვა. მე-6 წუთზე ოდიკაძის გადაცემით იაგუემ თავურით გაიტანა. 22-ე წუთზე პაპავას კარგი პასით გრიშიკაშვილთან პირისპირ ფოცხვერია დარჩა და ანგარიში გაათანაბრა. სამ წუთში პირველი გუნდი ისევ დაწინაურდა. ოდიკაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ლექვთაძესთან აღმოჩნდა და ირაკლიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა.

მეორე ნახევარში ფანცხავა აქტიურად ჩაერთო თამაშში და რობერტინიოს პასი გოლად აქცია, 65-ე წუთზე კი იგი საჯარიმოში
წააქციეს და ჩისკომ 11-მეტრიანის დარტყმის შემდეგ დამატებაზე გაიტანა. შეხვედრას კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია და გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

"დინამო": გრიშიკაშვილი, ოდიკაძე (კოშკაძ), ღონღაძე, თომაშვილი, კახელიშვილი, ბერაია, ჯიღაური (ფანცხავა), თექთურმანიძე, კოტო, ლექვთაძე (რობერტინიო), იაგუე (ჩისკო, მუმლაძე)
დუბლები: ნადირაძე (ლეგაშვილი), ამაშუკელი, ხოჭოლავა (თ. ნემსაძე), გველესიანი, კაკულია (ხიზანეიშვილი), პაპავა (დოლიძე), რეხვიაშვილი (ჯიშკარიანი), ჩაფიძე (კაჭარავა), ფოცხვერია (მათიაშვილი), პარუნაშვილი, გაბაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული