გიორგი ლორია - კიდევ ერთი წელი "დინამოში"

AutoSharing Option
გუშინდელ "ლელოში" ვწერდით, რომ ქართველ მეკარეებს ჩვენი ფეხბურთის კვალობაზე უჩვეულოდ დიდი ფასი დაედოთ - გერმანულმა ვებგვერდმა "ტრანსფერმარკტმა" ევროპის ლიგასა და ეროვნულ ნაკრებში დამაჯერებლად ჩატარებული თამაშების შემდეგ თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორიას ფასი 450 000 ევროდან 800 000-მდე გაზარდა!

ამით გიორგი ლორიამ, თანაგუნდელ ჩისკოსთან ერთად, ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსი შეიძინა და "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი (550 ათასი ევრო) ჩამოიტოვა.

ბუნებრივია, ლორიას ახლა უცხოეთში გადასვლის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი უდგას. იყო კიდეც ლაპარაკი, რომ 24 წლის მეკარეს გერმანიის,
იტალიის, რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის ცნობილ კლუბებში იწვევდნენ, ჩვენთვის მხოლოდ ორი კონკრეტული ვარიანტია ცნობილი - ვარშავის "ლეგია" და ლვოვის "კარპატი".

ლორიას "დინამოდან" წასვლას ევროპის ლიგაზე აეკ-თან მარცხის შემდეგ ელოდნენ. ეჭვები უფრო გამძაფრდა, როდესაც თბილისელებმა ცხინვალის "სპარტაკში" იჯარით გაშვებული ახალგაზრდული ნაკრების მეკარე თორნიკე ზარქუა დაიბრუნეს. ეს თითქოს იმას ნიშნავდა, რომ მეორე მეკარე სოსო გრიშიკაშვილს, გიორგი ნადირაძესთან ერთად, კიდევ ერთი კონკურენტი ჰყოლოდა.

თუმცა გუშინ ეს ეჭვები გაიფანტა: შევიტყვეთ, რომ სანაკრებო შეკრების დღეებში ლორიას "დინამოს" ხელმძღვანელები ელაპარაკნენ, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს და გადაწყდა, რომ გიორგი გუნდის კარს კიდევ ერთი წელი დაიცავს.

ლორიას "დინამოსთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც ერთ წელიწადში უმთავრდება. თუმცა ხელს ესეც არ შეუშლიდა, მაგრამ "დინამოში" კიდევ ერთი წლით დარჩენა თავად ისურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიაია ძამა...მეტი არ ქნა მამფერი თვარა ევროპის ჩემპიონი კი არა მსოფლიოს ჩემპიონიც ვერ გავხდებით
0
კი, იყო ლაპარაკი რომ ბაიერნი და მილანი, მანჩესტერი და ბარსელონა იყვნენ დაინტერესებული ... ხალხო, ჩამოვცურდეთ ღრუბლებიდან, აეეე :)))

განსაკუთრებით ლატვიასთან გაშვებული გოლის მერე მოინდომებენ გერმანული და იტალიური გუნდები ლორიას, ტაციაობა იქნება!

რა იყო ლორია, ლატვიასთან მშიერი გახვედი სათამაშოდ? ხაშლამაზე ხომ არ ოცნებობდი გოლი რომ გაუშვი?
უძლევი
03:22 05-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული