თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ჩისკო იუბილარია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი იუბილარია,  დღეს მას 31 წელი შეუსრულდა. ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელიც სხვადასხვა დროს "რეკრეატივოს", "უელვას", "ვალენსიას", "ბეტისისა" და "ლევანტეს" ღირსებას იცავდა, ძალიან მოკლე დროში მოახერხა გამხდარიყო თბილისელი გულშემატკივრის რჩეული.

უკანასკნელ ტურში საქართველოს ჩემპიონთან "ზესტაფონთან" შეხვედრაში შეცვლაზე შემოსულმა ჩისკომ, რომელიც ესპანური პრიმერადივიზიონის, უეფას თასის გათამაშებისა და უეფას სუპერ თასის გათამაშების გამარჯვებული გახლავთ, დუბლი შეასრულა და თბილისის "დინამოს" ერთობ პრინციპულ მეტოქესთან ჭიდილში ქულაც მოუტანა.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული