ქუთაისელებს გივი იოსელიანი და თორნიკე თარხნიშვილი აკლდათ, რომლებიც ახალგაზრდულ ნაკრებს ესპანეთში ახლდნენ. მათ არყოფნაში რიონისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ ახალწვეულები, დავით გამეზარდაშვილი და ბაქარ მირცხულავა გამოსცადა. ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსოს ფილიამ კი გუნდი შერეული შემადგენლობით ათამაშა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმი მათ მე-9 წუთზე გატანილი ბურთით მოიგეს: ირაკლი დოლიძის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს ნიკა საბანაძემ ზუსტი
მეორე ტაიმში "ტორპედოს" უპირატესობა უფრო გამოიკვეთა. 55-ე წუთზე ვაჟა ტაბატაძემ გიორგი კუხიანიძეს თავისი საჯარიმოდან შორეული და საგოლე პასი თავით გადააწოდა (?!) და ახალგაზრდა ქუთაისელმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა - 2:0.
სტუმრებს ანგარიშის შემცირების საშუალება ორჯერ ჰქონდათ, მაგრამ ორივე შემთხვევაში უზუსტად დაარტყეს. "ტორპედომ" კი თავისი შანსი ერთხელაც გამოიყენა: 87-ე წუთზე მატჩის ყველაზე აქტიურმა გარემარბმა, მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასულმა დოლიძემ ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
"ტორპდო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე (46. ტაბატაძე), გამეზარდაშვილი (80. მირცხულავა), ფარულავა, ჩიკვილაძე, დიღმელაშვილი, კუხიანიძე (58. ბოლქვაძე), გ. დათუნაიშვილი (62. ხარაბაძე), დოლიძე, საბანაძე (73. გოცირიძე), მეგრელაძე ( 69.კირკიტაძე)
"კოლხეთი": ნადირაშვილი, გ. კილასონია, ცხვიტარია, ინწკირველი, ლემონჯავა, გოგონაია, შავგულიძე, დ. კაკულია, ქებაძე, პ. დათუნაიშვილი, ჯანაშია
მეორე ტაიმში: ბობღიაშვილი, გულუა, ინწკირველი, თედიაშვილი, გელაჭეიშვილი, ლომაშვილი, ცხადაია, წიქარიშვილი, გვალია, მდივნიშვილი, ციცხვაია
ეროვნული ჩემპიონატი ორკვირიანი პაუზის შემდეგ, 10 სექტემბერს განახლდება, ამ დღეს `ტორპედო" ბოლნისის `სიონს" უმასპინძლებს, "კოლხეთი" კი თბილისში "გაგრას" შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"